კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს

კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალის" სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს
სამედიცინო ცენტრების ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აგრძელებს დამატებითი ჰოსპიტალური საწოლების მობილიზებას
იმერეთის რეგიონში, სადაც თბილისისა და აჭარის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, COVID–19-ით ინფიცირებულთა მართვის პროცესში ერთვება "ჯეო ჰოსპიტალსის" ვანის სამედიცინო ცენტრი. კოვიდ პაციენტებისთვის მკურნალობასთან ერთად "ჯეო ჰოსპიტალსის" ვანის სამედიცინო ცენტრში ყველა საბაზისო სერვისი შენარჩუნდება, ხოლო პაციენტების უსაფრთხოების მიზნით მათ ინფექციის კონტროლის ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.

"ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორის კახა გზობავას თქმით, მათი მიზანია, თითოეულმა პაციენტმა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება, ადგილზე, რეგიონშივე მიიღოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება.

"COVID–19-ის
მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობისათვის შესაბამის ჰოსპიტალურ სიმძლავრეებზე ხელმისაწვდომობის არსებობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც COVID–19-ით ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილურად მაღალია", - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის"კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის უფრო ეფექტურად მართვისთვის "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს, სამტრედიის, ჭიათურისა და ვანის სამედიცინო ცენრებში დამატებით ახალი საწოლები მობილიზდა.
ასევე, გურჯაანის სამედიცინო ცენტრმა უკვე 2 კვირაზე მეტია, პაციენტების მართვა ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით მიმდინარეობს. როგორც "ჯეო ჰოსპიტალში" აცხადებენ, არსებული რესურსის ფარგლებში, კოვიცდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისათვის საწოლფონდის მობილიზება გაგრძელდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც წესი, ზამთარში არის გრიპით ავადობის პიკი, მაგრამ არა ამ სეზონზე.
ისრაელის სამი უმსხვილესი სადაზღვევო ფონდი (ცნობილი სისტემა) კლალიტი, მაკაბი და ლეუმიტი აცხადებს
2021 წლის ივლისში ტრადიციული კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში პანდემიის გამო არ გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო BBC–ის ცნობით, Pfizer–ის კვალად ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca –მაც გააკეთა განცხადება
ავსტრიელმა მეცნიერებმა პირველებმა შეძლეს SARS-CoV-2 ვირუსის 3D ფოტოს შექმნა.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად