იმუნიტეტის რეაქციის რა მნიშვენლოვანი ნიშანი დაინახეს მეცნიერებმა კორონავირუსით დასნებოვნებულ უსიმპტომო პაციენტებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნიტეტის რეაქციის რა მნიშვენლოვანი ნიშანი დაინახეს მეცნიერებმა კორონავირუსით დასნებოვნებულ უსიმპტომო პაციენტებში

ამასთან, დაახლოებით 20% უვლინდება პნევმონია, ფილტვებისა და სხვა ორგანოების მძიმე დაზიანება. ექიმებს უჭირთ ვირუსის გავრცელების კონტროლი, რადგანაც ასიმპტომური პაციენტები ისევე აქტიურად ავრცელებენ ვირუსს, როგორც COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულები.

მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, როგორ მიმდინარეობს ინფექცია უსიმპტომო ავადმყოფებში და როგორ რეაგირებს მასზე იმუნიტეტი, განსხვავდება თუ არა ანტისხეულების გამომუშავების ხასიათი.

ევროპელი და სინგაპურელი მოლეკულური ბიოლოგების ახალი კვლევის თანაახმად, რომელსაც ხელმძღვანელობს სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო ბერტოლეტი, დადგინდა როგორ რეაგირებდა ასიმპტომურად მიმდინარე გამოჯანმერთელებული პაციენტების იმუნიტეტი შAღშ-ჩოV-2-ზე.

თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ COVID-19 -ის გამომწვევზე ასიმპტომური ავადმყოფების იმუნიტეტი შედარებით სუსტად რეაგირებს. სწორედ ამას უნდა დაეცვა ისინი ზედმეტად მძლავრი იმუნური რეაქციისაგან, რაც ხშირად ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას და შეიძლება გახდეს პაციენტის სიკვდილის მიზეზი. რეალურად კი ყველაფერი პირიქით იყო. ასიმპტომური პაციენტებისТ-უჯრედები ვირუსზე უფრო აქტიურად რეაირებდნენ, ვიდრე ჰოსპიტალიზირებული პაციენტების იმუნიტეტი.

ეს იმით ვლინდებოდა, რომ ასიმპტომურად მიმდინრე პაციენტების ორგანიზმი გამოიმუშავებდა უჩვეულოდ ბევრ ანტივირუსულ ცილას გამა-ინტერფერონს და სხვადასხვა ინტერლეიკინს-სასიგნალო მოლეკულებს, რომელთა ნაწილიც ხელს უწყობს ანთების განვითარებას და იმუნიტეტის აქტივაციას, ხოლო მეორე ნაწილი თრგუნავს მათ.

COVID-19-ის სრულფასოვანი გამოხატულებისას იმუნიტეტი სხვანაირად მუშაობდა. მათი Т-უჯრედები გამოიმუშავებდნენ მეტ მოლეკულა ინტერლეიკინ-6, ინტერლეიკინ-1-ბეტას, რომელიც ხელს უწყობს ანთების განვითარებას, მაგრამ საერთოდ არ აწარმოებდნენ ინტერლეიკინ-2 და ინტერლეიკინ-10, რომელიც მათ თრგუნავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ჯგუფის პაციენტების იმუნიტეტი ვირუსზე სრულიად სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამით შეიძლება აიხსნას, რატომ არ ვლინდება ასიმპტომურ პაციენტებში დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რასაც უკავშირდება იმუნიტეტის ზედმეტად მძაფრი რეაქცია ორგნიზმში კორონავირუსის შეჭრაზე.

ამასთან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Т-უჯრედების რაოდენობა ასიმპტომური პაციენტების ორგანიზმში მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად ეცემოდა, ვიდრე მათთში, ვინც COVID-19-ის გამო იყო ჰოსპიტალიზირებული. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის ხანგრძლივობის შეფასებისა და მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავების დროს.