ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის მიღება დაახლოებით მარტი-აპრილის თვეებში იქნება შესაძლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის მიღება დაახლოებით მარტი-აპრილის თვეებში იქნება შესაძლებელი

ვაქცინის მიღება დაახლოებით მარტი-აპრილის თვეებში იქნება შესაძლებელი. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რამდენიმე კომპანიასთან მათ შორის, "ასტრა ზენეკასთან" და "ოქსფორდის" ვაქცინასთან პირდაპირი შესყიდვის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.

"ამ ეტაპამდე, არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის, არც ევროპის წამლის სააგენტოს და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე. თუმცა, არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, რამაც შეიძლება მისცეს ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ.

ამიტომ შესაძლებელია ამ ქვეყნებმა, რომლებიც თავად აწარმოებენ, დაიწყონ ვაქცინაცია. რაც შეეხება საქართველოს, რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩვენ ვმუშაობთ კოვაქს პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს პლატფორმაში გაერთიანებული და რამდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს არაერთი ვაქცინის.

კოვაქს პლატოფრმასთან გაკეთდა კარგი გადახდის პირობები - ჩვენ რომ გადავიხადეთ 4.5 მილიონი წინასწარი შენატანი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა - რასაც გიკარნახებენ ის კი არ შემოიტანო, შენ შეარჩიო.

ამიტომ დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩემის გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის, მაგრამ ამავე დროს დავალება არის საკოორდინაციო საბჭოსი და ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევს გვქონდა დიდი ტელეკონფერენცია "ასტრა ზენეკასთან" და "ოქსფორდის" ვაქცინასთან პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე ვმუშაობთ საელჩოების დახმარებით რამდენიმე ქვეყანასთან,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.