სა­ე­ქი­მო ალ­ღოს სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს გან­ცდა, რომ ჩემს შემთხვევაში "რემ­დე­სი­ვირ­მა" იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

სა­ე­ქი­მო ალ­ღოს სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს გან­ცდა, რომ ჩემს შემთხვევაში "რემ­დე­სი­ვირ­მა" იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად

სა­ე­ქი­მო ალ­ღოს სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს გან­ცდა, რომ ჩემს შემთხვევაში "რემ­დე­სი­ვირ­მა" იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, ამ­ბობს, რომ ახლა თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს და თა­ვი­სი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­აა, ეს ერ­თგვა­რი ად­რე­ნა­ლი­ნია ჩემ­თვის, ხელი ვერ შე­უ­შა­ლა პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იმ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ფაქ­ტმაც, რომ მე ორ­მა­გად რის­კის ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ერთი ეს არის ჩემი ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კი, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მე მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, ლიმ­ფო­მა და
სე­რი­ო­ზუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი.

თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის ეს არის ყვე­ლა­ზე უფრო მა­ღა­ლი რის­კის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­ვი­დის და­მარ­თე­ბის, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა, კო­ვი­დი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს და ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს, ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა მო­ი­თხოვ­და ჩემ­გან, რომ მე უბ­რა­ლოდ გავ­მიჯ­ნო­დი პა­ცი­ენ­ტებს და გავფრ­თხი­ლე­ბო­დი თავს, მაგ­რამ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის­თვის ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს
ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პა­ცი­ენ­ტი იყო:

"16-დან (გუ­ლის­ხმობს 16 ნო­ემ­ბერს) მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფად დამ­ძიმ­და, მქონ­და ცხე­ლე­ბა, ძლი­ე­რი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა და რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო, 4 დღე თან­მიმ­დევ­რუ­ლად მკვეთ­რად უა­რეს­დე­ბო­და ჩემი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და ხუთ­შა­ბათს მან მი­აღ­წია კრი­ტი­კულ დო­ნეს. ხუთ­შა­ბათს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ და­მე­წყო რემ­დე­სი­ვი­რის გა­დას­ხმა. ის ჯერ სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის შე­მო­ტა­ნი­ლი და უცხო­ე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. "რემ­დე­სი­ვი­რი" შე­საძ­ლოა არ არის იდე­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი, მაგ­რამ უკე­თე­სი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

ერთი შემ­თხვე­ვით მე არ შე­მიძ­ლია დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა და ის, რომ რაც ჩემ­თან მოხ­და მი­ვა­წე­რო "რემ­დე­სი­ვი­რის" პო­ზი­ტი­ურ ეფექტს, მაგ­რამ ამის უარ­ყო­ფაც არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ე­ქი­მო ალ­ღოს სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს გან­ცდა, რომ მი­ნი­მუმ ჩემ­თან "რემ­დე­სი­ვირ­მა" იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად", - ამ­ბობს ცერ­ცვა­ძე.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-12-2020
ვიკა
შემოიტანეთ ეს რემდესივირი, რამდენი ხანია იძახით შემოვაოოო, იქნება სხვა კრიტიკულებსაც უშველოს.
თარიღი : 30-11-2020
ნონა
დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს,
ჯანმოს ექსპერტები აცხადებენ დროის ოპტიმალურ შუალედს, რომლის დაცვაც აუცილებელია
როგორც წესი, ზამთარში არის გრიპით ავადობის პიკი, მაგრამ არა ამ სეზონზე.
ისრაელის სამი უმსხვილესი სადაზღვევო ფონდი (ცნობილი სისტემა) კლალიტი, მაკაბი და ლეუმიტი აცხადებს
2021 წლის ივლისში ტრადიციული კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში პანდემიის გამო არ გაიმართება.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად