ყელის სიმშრალე და Covid-19 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყელის სიმშრალე და Covid-19

მათ შორის Covid-19–საც. რომელი დამარბილებელი საშუალებების გამოყენება შეიძლება ასეთ დროს, როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა ავირიდოთ, ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე:

- ქალბატონო ლია, ვიდრე პრობლემას ახალი კორონავირუსული ინფექციის კუთხით განვიხილავთ, გვითხარით, საზოგადოდ, რა იწვევს ყელის სიმშრალეს?

- თითქმის ყველა სახის ვირუსული ინფექცია იწყება ხახის არეში დისკომფორტითა და უსიამოვნო შეგრძნებებით. სიმპტომები შეიძლება იყოს ყელის სიმშრალე, ღიტინისა და ფხაჭნის შეგრძნება, ასევე ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. ეს, ჩვეულებრივ, ფარინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია.

- ვის ემუქრება ყველაზე ხშირად ეს პრობლემა და რატომ?

- ყელის სიმშრალე ატროფიული ფარინგიტის ერთ-ერთი სიმპტომია. ყველაზე ხშირად უვითარდებათ მწეველებს, იმ პირებს, რომლებსაც უწევთ ქიმიურ ნივთიერებებთან, გამონაბოლქვთან, სამშენებლო მტვერთან, მკვეთრი სუნის და აქროლად ნივთიერებებთან შეხება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტონზილექტომირებულ პაციენტებთან უფრო ხშირად გვხვდება სიმშრალე, ხოლო ტონზილების მქონე პაციენტებთან ხშირია მწვავე ტონზილიტის სურათი.

- რამდენად ეფექტურია სხვადასხვა დამარბილებელი თუ სავლები საშუალებები ყელის სიმშრალის წინააღმდეგ?

- რასაკვირველია, დასახელებული ჩივილების სამკურნალოდ, სწორედ, არჩევით პრეპარატებს დამარბილებელი ზეთოვანი და მცენარეული პრეპარატები წარმოადგენს: რინოსპრეი ქაცვით და ფარინგოსპრეი, რომელიც წლებია ჩვენს პრაქტიკაში გამოიყენება პირის ღრუს და ხახის დაავადებათა სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარტები იწვევენ ლორწოვანის რეგენერაციას, ანთებითი პროცესის მოხსნას და დატენიანებას. გარდა ამისა, მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიცავენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ კომპონენტებს და არ იწვევენ ლორწოვანის გამოშრობას.

mkurnali.ge mkurnali.ge

- როდის არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი?

- ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როცა აღინიშნება სპაზმური ხველა, სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ძლიერი სისუსტე, მაღალი ტემპერატურული რეაქცია, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტებს.

- ცნობილია, რომ ახალი ვირუსი SARS-Cov-2 არა მხოლოდ ცხვირ-ხახაში, არამედ პირის ღრუშიც ინტენსიურად მრავლდება, აზიანებს ხახის ლორწოვან გარსს და ასპირაციას განიცდის სასუნთქ გზებში, ფაქტია, რომ პაციენტების დიდ ნაწილს ყელის ტკივილი და სიმშრალე აწუხებს Covid-19-ით ავადობისას, მეტიც, ზოგს ყელის სიმშრალე ნარჩენი მოვლენის სახით დიდხანს რჩება, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების ძირითადი გზა პირის ღრუ და ცხვირია, პირველადი სიმპტომების გამოვლენის კერაც, შესაბამისად, ზედა სასუნთქი გზებია: სასა, ცხვირის ღრუ, ხახა და ტრაქეა. ამიტომაც, პირველადი მკურნალობა სიმპტომების მოხსნით უნდა დავიწყოთ, რომ პროცესი არ გართულდეს და არ დარჩეს ქრონიკული ჩივილები: სიმშრალე ყელის და ცხვირის მიდამოში, სპაზმური მშრალი ხველა, ატროფიული რინიტისთვის დამახასიათებელი ცხვირის ქერქების წარმოქმნა და ცხვირიდან სისხლდენა.

- როგორც ლარინგოლოგი, რას ურჩევთ Covid-19-დაავადებულებს მკურნალობის კუთხით, რა არის მათთვის სასარგებლო და აუცილებელი ახალი კორონავირუსული ინფექციის თავისებურებებიდან გამომდინარე, და პირიქით, რა არ წაადგება მათ ყელს, რა უნდა გამორიცხონ ან გაითვალისწინონ როგორც მკურნალობის, ასევე შემდგომ პერიოდში?

- სასურველია დიდი რაოდენობით თბილი სითხეების მიღება, ტენიან და ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში, სუფთა ჰაერზე პაციენტის ყოფნა, ინჰალაციებით სასუნთქი გზების დატენიანება და რაც ყველაზე მარტივია, ზეთოვანი და სხვა დამატენიანებელი სპრეის გამოყენება, როგორც ცხვირში, ასევე ყელში, ამასთანავე იმუნიტეტის ასამაღლებლად პრეპარატების და ბუნებრივი საშუალებების გამოყენება. არ არის სასურველი სიგარეტის კვამლი, მტვრიანი გარემო და გამონაბოლქვის სუნთქვა.

- როგორია საპროფილაქტიკო რეკომენდაციები? როგორ ავირიდოთ ყელის სიმშრალე საზოგადოდ და როგორ მოვიქცეთ Covid-19-პანდემიის დროს?

- უნდა ვეცადოთ, მოვერიდოთ ზედმეტ კონტაქტს, ხალხმრავალ გარემოს, თუ ამის აუცილებლობა არ არის, მივიღოთ დიდი რაოდენობით თბილი სითხეები, ხშირად გავანიავოთ ოთახი, მოვერიდოთ საძინებელში გამათბობლის ჩართვას.