ყელის სიმშრალე და Covid-19 - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

ყელის სიმშრალე და Covid-19

ყელის სიმშრალე და Covid-19
ყელის სიმშრალე და ხახის არეში განვითარებული უსიამოვნებანი ბევრი ინფექციური დაავადების დამახასიათებელია, მათ შორის Covid-19–საც. რომელი დამარბილებელი საშუალებების გამოყენება შეიძლება ასეთ დროს, როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა ავირიდოთ, ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე:

- ქალბატონო ლია, ვიდრე პრობლემას ახალი კორონავირუსული ინფექციის კუთხით განვიხილავთ, გვითხარით, საზოგადოდ, რა იწვევს ყელის სიმშრალეს?

- თითქმის ყველა სახის ვირუსული ინფექცია იწყება ხახის არეში დისკომფორტითა და უსიამოვნო შეგრძნებებით. სიმპტომები შეიძლება იყოს ყელის სიმშრალე, ღიტინისა და ფხაჭნის
შეგრძნება, ასევე ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. ეს, ჩვეულებრივ, ფარინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომებია.

- ვის ემუქრება ყველაზე ხშირად ეს პრობლემა და რატომ?

- ყელის სიმშრალე ატროფიული ფარინგიტის ერთ-ერთი სიმპტომია. ყველაზე ხშირად უვითარდებათ მწეველებს, იმ პირებს, რომლებსაც უწევთ ქიმიურ
ნივთიერებებთან, გამონაბოლქვთან, სამშენებლო მტვერთან, მკვეთრი სუნის და აქროლად ნივთიერებებთან შეხება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტონზილექტომირებულ პაციენტებთან უფრო ხშირად გვხვდება სიმშრალე, ხოლო ტონზილების მქონე პაციენტებთან ხშირია მწვავე ტონზილიტის სურათი.

- რამდენად ეფექტურია სხვადასხვა დამარბილებელი თუ სავლები საშუალებები ყელის სიმშრალის წინააღმდეგ?


- რასაკვირველია, დასახელებული ჩივილების სამკურნალოდ, სწორედ, არჩევით პრეპარატებს დამარბილებელი ზეთოვანი და მცენარეული პრეპარატები წარმოადგენს: რინოსპრეი ქაცვით და ფარინგოსპრეი, რომელიც წლებია ჩვენს პრაქტიკაში გამოიყენება პირის ღრუს და ხახის დაავადებათა სამკურნალოდ. აღნიშნული პრეპარტები იწვევენ ლორწოვანის რეგენერაციას, ანთებითი პროცესის მოხსნას და დატენიანებას. გარდა ამისა, მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიცავენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ კომპონენტებს და არ იწვევენ ლორწოვანის გამოშრობას.

mkurnali.ge mkurnali.ge

- როდის არის ექიმთან ვიზიტი აუცილებელი?


- ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, როცა აღინიშნება სპაზმური ხველა, სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა, ძლიერი სისუსტე, მაღალი ტემპერატურული რეაქცია, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტებს.

- ცნობილია, რომ ახალი ვირუსი SARS-Cov-2 არა მხოლოდ ცხვირ-ხახაში, არამედ პირის ღრუშიც ინტენსიურად მრავლდება, აზიანებს ხახის ლორწოვან გარსს და ასპირაციას განიცდის სასუნთქ გზებში, ფაქტია, რომ პაციენტების დიდ ნაწილს ყელის ტკივილი და სიმშრალე აწუხებს Covid-19-ით ავადობისას, მეტიც, ზოგს ყელის სიმშრალე ნარჩენი მოვლენის სახით დიდხანს რჩება, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების ძირითადი გზა პირის ღრუ და ცხვირია, პირველადი სიმპტომების გამოვლენის კერაც, შესაბამისად, ზედა სასუნთქი გზებია: სასა, ცხვირის ღრუ, ხახა და ტრაქეა. ამიტომაც, პირველადი მკურნალობა სიმპტომების მოხსნით უნდა დავიწყოთ, რომ პროცესი არ გართულდეს და არ დარჩეს ქრონიკული ჩივილები: სიმშრალე ყელის და ცხვირის მიდამოში, სპაზმური მშრალი ხველა, ატროფიული რინიტისთვის დამახასიათებელი ცხვირის ქერქების წარმოქმნა და ცხვირიდან სისხლდენა.

- როგორც ლარინგოლოგი, რას ურჩევთ Covid-19-დაავადებულებს მკურნალობის კუთხით, რა არის მათთვის სასარგებლო და აუცილებელი ახალი კორონავირუსული ინფექციის თავისებურებებიდან გამომდინარე, და პირიქით, რა არ წაადგება მათ ყელს, რა უნდა გამორიცხონ ან გაითვალისწინონ როგორც მკურნალობის, ასევე შემდგომ პერიოდში?

- სასურველია დიდი რაოდენობით თბილი სითხეების მიღება, ტენიან და ჟანგბადით გაჯერებულ გარემოში, სუფთა ჰაერზე პაციენტის ყოფნა, ინჰალაციებით სასუნთქი გზების დატენიანება და რაც ყველაზე მარტივია, ზეთოვანი და სხვა დამატენიანებელი სპრეის გამოყენება, როგორც ცხვირში, ასევე ყელში, ამასთანავე იმუნიტეტის ასამაღლებლად პრეპარატების და ბუნებრივი საშუალებების გამოყენება. არ არის სასურველი სიგარეტის კვამლი, მტვრიანი გარემო და გამონაბოლქვის სუნთქვა.

- როგორია საპროფილაქტიკო რეკომენდაციები? როგორ ავირიდოთ ყელის სიმშრალე საზოგადოდ და როგორ მოვიქცეთ Covid-19-პანდემიის დროს?

- უნდა ვეცადოთ, მოვერიდოთ ზედმეტ კონტაქტს, ხალხმრავალ გარემოს, თუ ამის აუცილებლობა არ არის, მივიღოთ დიდი რაოდენობით თბილი სითხეები, ხშირად გავანიავოთ ოთახი, მოვერიდოთ საძინებელში გამათბობლის ჩართვას.





გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა, რომ თუკი დადებითობის მაჩვენებელი 4 %-ს ჩამოცდება, მაშინ შესაძლებელი იქნება
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ცნობით, უნგრეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა
კანადელმა მეცნიერებმა მიაგნეს მსოფლიოში პირველ პერორალურ პრეპარატს, რომლის გამოყენებაც
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს,
ჯანმოს ექსპერტები აცხადებენ დროის ოპტიმალურ შუალედს, რომლის დაცვაც აუცილებელია
როგორც წესი, ზამთარში არის გრიპით ავადობის პიკი, მაგრამ არა ამ სეზონზე.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად