როგორ მუშაობს კოვიდ-19-ის რნმ-ვაქცინა - ინფორმაცია აშშ-ს ეპიდემიოლოგიის ცენტრის ვებგვერდიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მუშაობს კოვიდ-19-ის რნმ-ვაქცინა - ინფორმაცია აშშ-ს ეპიდემიოლოგიის ცენტრის ვებგვერდიდან

გთავაზობთ ამ ინფორმაციას მცირე განმარტებებით:

დეკემბრიდან აშშ-ში უკვე დაიწყებენ მასობრივ ვაქცინაციას ახალი ვაქცინით, რომელიც ე.წ. ინფორმაციულ რნმ-ს შეიცავს.

ძალიან ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რა არის რნმ, მოკლედ გიამბობთ, რომ ეს არის ცილის ბიოსინთეზში (აშენებაში) მონაწილე მაკრომოლეკულა (ანუ დიდი ზომის მოლეკულა).

არსებობს 3 სახის რნმ:

1. სატრანსპორტო, რომელსაც გადააქვს ცილის ასაშენებლად საჭირო საშენი მასალა - ამინომჟავები (ცილის სტრუქურული ერთეულები ანუ აგურები) - ცილის სინთეზის ადგილისაკენ. ეს ყველაზე პატარა ზომის რნმ-ია.

2. ინფორმაციული, რომელსაც გადააქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დალაგდეს საშენი მასალა ცილის ასაშენებლად. ეს მოლეკულა 10-ჯერ დიდია სატრანსპორტო რნმ-ზე.

3. რიბოსომული რნმ, რომელიც არაკოდირებული მოლეკულებია.

სწორედ მეორე სახის - ინფორმაციული რნმ არის ახალი ვაქცინის ძირითადი სტრუქტურული ერთეული.

ახალი მიდგომა ვაქცინებისადმი

ინფორმაციული რნმ-შემცველი ვაქცინა სრულიად ახალი ტიპის ვაქცინაა ინფექციურ დაავადებათაგან თავდასაცავად. იმუნური პასუხის გამოსაწვევად, ვაცქინაციის გზით აქამდე ორგანიზმში შეყავდათ დასუსტებული ანუ ინაქტივირებული მიკრობები. რმნ ვაქცინა კი სულ სხვაგვარად მოქმედებს. ორგანიზმში გარედან შეყვანილი რნმ ასწავლის ჩვენს უჯრედებს, როგორ აწარმოონ ცილა, ან სულაც ცილის მცირე ფრაგმენტი, რომელიც ხდება ორგანიზმში იმუნური პასუხის გამომწვევი. ეს იმუნური პასუხი ვლინდება ანტისხეულების გამომუშავებით, რომლებიც დაგვიცავენ ორგანიზმში ნამდვილი ვირუსის მოხვედრისას.

როგორ მუშაობს კოვიდ-19-ის ვაქცინა

კოვიდ-19-ის რნმ ვაქცინა ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს მისცემს ინსტრუქციას, რომ წარმოქმნან კორონავირუსის ზედაპირზე მდებარე "ეკლისებური ცილის" უვნებელი ფრაგმენტი. ეს ცილები, როგორც მოგეხსენებათ ვირუსის ზედაპირზეა განლაგებული და მას გვირგვინის შესახედაობას აძლევს.

კოვიდ-19-ის რნმ-ვაქცინა შეყავთ მხრის კუნთში. როგორც კი ინსტრუქცია (ანუ ინფორმაციული რნმ) მოხვდება კუნთის ქსოვილში, უჯრედები იწყებენ ცილის ფრაგმენტის წარმოქმნას. მას შემდეგ, რაც ცილის ფრაგმენტი წარმოიქმნება, უჯრედი შლის ინსტრუქციას (რნმ-ს) და თავისუფლდება მისგან.

შემდეგ ცილის ფრაგმენტი განთავსდება უჯრედის ზედაპირზე. ჩვენი იმუნური სისტემა ამოიცნობს უცხო ცილას და იწყება იმუნური პასუხი - გამომუშავდება ანტისხეულები ისევე, როგორც ეს ხდება კოვიდ-19 ინფექციის დროს.

ამის შედეგად ორგანიზმი სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს ინფექციას მომავალში. რნმ-ვაქცინის უპირატესობა ის არის, რომ ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მას არ ემუქრება კოვიდ-19-ის გართულებები.

ფაქტები კოვიდ-19-ის რნმ-ვაქცინაზე:

მას არ შეუძლია ვინმეს დასნებოვნება კოვის-19-ით. რნმ ვაქცინაში არ გამოიყენება ცოცხალი ვირუსი, რომელიც ინფექციას იწვევს.

ვაქცინა არანაირად არ მოქმედებს ჩვენს დნმ-ზე და არ ურთიერთქმედებს მასზე. ინფორმაციული რნმ არასოდეს აღწევს უჯრედის ბირთვში, სადაც ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) ინახება.

უჯრედი შლის და გამოაძევებს ინფორმაციულ რნმ-ს ინსტრუქციის შესაბამისად.

mkurnali.ge

ვაქცინა და უსაფრთხოება

კოვიდ-19-ის ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოებისა და ეფექტურობის იმავე სტანდარტებს, რასაც აშშ-ში გამოყენებული სხვა ვაქცინები აკმაყოფილებს.

რნმ ვაქცინა - ახალი, მაგრამ არა უცნობი

დღეისათვის აშშ-ში არ არსებობს ლიცენზირებული რნმ-ვაქცინა, მაგრამ მეცნიერები ასეთ ვაქცინებზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ. ინტერესი ამ ვაქცინებისადმი გაიზარდა, რადგან მათი შექმნა ლაბორატორიებში შესაძლებელია ადვილად ხელმისაწვდომი მასალის გამოყენებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესის სტანდარტიზების და გაფართოების შედეგად დააჩქარებს ვაქცინების შექმნას აქამდე არსებულ მეთოდთან შედარებით.

აქამდე რნმ ვაქცინების შესწავლა ხდებოდა გრიპის, ზიკას, ცოფის და ციტომეგალოვირუსის წინააღმდეგ. როგორც კი გამოჩნდა ახალი კორონავირუსი, მეცნიერები შეუდგნენ ამ ახალ  ვაქცინაზე მუშაობას ვირუსის ზედაპირული ცილის ფრაგმენტის წარმოსაქმნელად.

მომავალში, ტექნოლოგიის დახვეწის გზით, მეცნიერები ფიქრობენ რომ ერთი რნმ ვაქცინით შესაძლებელი გახდება რამდენიმე დაავადებასთან გამკლავება და ამით ვაქცინაციების რაოდენობის შემცირება.

ვაქცინების გარდა, ინფორმაციულ რნმ-ს იყენებდნენ კიბოზე მუშაობისას და ამ გზით იმუნურ სისტემას აიძულებდნენ გარკვეული სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლას.