შიდსით დაავადებულები სულაც არ არიან Covid-19-ის მაღალ რისკჯგუფში
– შიდს-ით დაავადებულები ნაკლებად ინფიცირდებიან Covid-19-ით, თუ იღებენ ტენოფოვირისა და ემტრიციტაბინის კომბინაციას.
კვლევა ჩატარდა ესპანეთის 60 კლინიკაში და მასში მონაწილეობა მიიღო 77590 აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) – ინფიცირებულმა. მათგან 236-ს დიაგნოსტირებული ჰქონდა Covid-19, 151 ჰოსპიტალიზებული იყო, 20 გარდაიცვალა, 15 კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სპეციალისტები ასკვნიან, რომ აივ-ინფიცირებულები, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, არ იმყოფებიან Covid-19 დაავადების მაღალ რისკჯგუიფში. მათ შორის ის კატეგორია, რომელიც იღებს ტენოფოვირისა (TDF) და ემტრიციტაბინის (FTC) კომბინაციას, გაცილებით იშვიათად ავადდება ახალი კორონავირუსული ინფექციით, ვიდრე ის აივ-პაციენტები, რომლებიც სხვა სქემებით მკურნალობენ.
კვლევის ავტორთა განცხადებით, აუცილებელია დამატებითი კვლევები და ტესტირება იმისათვის, რომ დამტკიცდეს სხვადასსხვა ანტირეტროვირუსული პრეპარატის ეფექტურობა Covid-19-ის მკურნალობაში.
ესპანეთში სადღეისოდ აივ-პოზიტიური პირების 90 %-ზე მეტი იტარებს ანტირეტროვირუსულ თერაპიას.