რატომ ართულებს მოწევა COVID-19-ს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ართულებს მოწევა COVID-19-ს

შესაბამისად, მისი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ცუდად მუშაობს.

ახალი კორონავირუსი, სხვა ბევრი ვირუსის მსგავსად, აზიანებს სასუნთქი სისტემის ეპითელურ უჯრედებს, ქრონიკულ მწეველებთან ისედაც ფუნქციაშესუსტებული ეს უჯრედები მეტად მგრძნობიარენი არიან ინფექციისადმი და ადვილად მიმღებლობენ პათოგენს.

იმის დასადასტურებლად, რომ ახალი კორონავირუსი უფრო ადვილად აზიანებს მწეველთა ეპითელურ უჯრედებს და COVID-19 ბევრად მძიმედ მიმდინარეობს მწეველებთან, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს უჯრედული კულტურების გამოყენებით.

აღნიშნულ კულტურებში ადამიანის უჯრედები ჰაერსა და სითხეს შორის საზღვარზე შრედ იზრდებოდა. ამ მეთოდით მკვლევარებმა ფაქტობრივად მოახერხეს სასუნთქ გზებში არსებული ეპითელური უჯრედების იმიტაცია. იმიტირებულ უჯრედებზე კი გაცილებით ადვილია იმის შესწავლა, თუ რა და როგორ ახდენს გავლენას რეალურად სასუნთქ უჯრედებზე.

უჯრედები დაასნებოვნეს შAღშ-ჩოV-2-ით, თანაც ზოგ შემთხვევაში უჯრედულ კულტურას თამბაქოს კვამლს უმატებდნენ.

აღმოჩნდა, რომ თამბაქოს კვამლის პირობებში ვირუსი 3-ჯერ მეტ უჯრედს აზიანებდა.

შემდგომი კვლევებით მეცნიერებმა ისიც ნახეს, როგორ უქვეითდებათ თამბაქოს კვამლის მოქმედებით უჯრედებს ინტერფერონების აქტივობა. ეს უკანასკნელი ხომ სასიგნალო იმუნური ცილებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ანტივირუსულ იმუნიტეტში.

საბოლოოდ გაირკვა, რომ არამწეველებთან შედარებით მწეველთა იმუნური სისტემა გაცილებით ცუდად რეაგირებს SARS-CoV-2 –ზე, შესაბამისად, ახალ ვირუსს მწეველთა ორგანიზმში ფეხმოკიდებისა და აქტიურად გამრავლების მეტი შანსი აქვს!