რატომ ართულებს მოწევა COVID-19-ს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ ართულებს მოწევა COVID-19-ს

რატომ ართულებს მოწევა COVID-19-ს
თამბაქოს კვამლისაგან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გამომშრალი და ფუნქციადაქვეითებულია,
შესაბამისად, მისი ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ცუდად მუშაობს.

ახალი კორონავირუსი, სხვა ბევრი ვირუსის მსგავსად, აზიანებს სასუნთქი სისტემის ეპითელურ უჯრედებს, ქრონიკულ მწეველებთან ისედაც ფუნქციაშესუსტებული ეს უჯრედები მეტად მგრძნობიარენი არიან ინფექციისადმი და ადვილად მიმღებლობენ პათოგენს.

იმის დასადასტურებლად, რომ ახალი კორონავირუსი უფრო ადვილად აზიანებს მწეველთა ეპითელურ უჯრედებს და COVID-19 ბევრად მძიმედ მიმდინარეობს მწეველებთან, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს უჯრედული კულტურების გამოყენებით.

აღნიშნულ კულტურებში ადამიანის უჯრედები ჰაერსა და სითხეს შორის საზღვარზე შრედ იზრდებოდა. ამ მეთოდით მკვლევარებმა ფაქტობრივად მოახერხეს სასუნთქ
გზებში არსებული ეპითელური უჯრედების იმიტაცია. იმიტირებულ უჯრედებზე კი გაცილებით ადვილია იმის შესწავლა, თუ რა და როგორ ახდენს გავლენას რეალურად სასუნთქ უჯრედებზე.

უჯრედები დაასნებოვნეს შAღშ-ჩოV-2-ით, თანაც ზოგ შემთხვევაში უჯრედულ კულტურას თამბაქოს კვამლს უმატებდნენ.
აღმოჩნდა, რომ თამბაქოს კვამლის პირობებში ვირუსი 3-ჯერ მეტ უჯრედს აზიანებდა.

შემდგომი კვლევებით მეცნიერებმა
ისიც ნახეს, როგორ უქვეითდებათ თამბაქოს კვამლის მოქმედებით უჯრედებს ინტერფერონების აქტივობა. ეს უკანასკნელი ხომ სასიგნალო იმუნური ცილებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ანტივირუსულ იმუნიტეტში.

საბოლოოდ გაირკვა, რომ არამწეველებთან შედარებით მწეველთა იმუნური სისტემა გაცილებით ცუდად რეაგირებს SARS-CoV-2 –ზე, შესაბამისად, ახალ ვირუსს მწეველთა ორგანიზმში ფეხმოკიდებისა და აქტიურად გამრავლების მეტი შანსი აქვს!


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-11-2020
zaza
და ადვილად მიმღებლობენ პათოგენს. ეს რა ქართულია?
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს,
ჯანმოს ექსპერტები აცხადებენ დროის ოპტიმალურ შუალედს, რომლის დაცვაც აუცილებელია
როგორც წესი, ზამთარში არის გრიპით ავადობის პიკი, მაგრამ არა ამ სეზონზე.
ისრაელის სამი უმსხვილესი სადაზღვევო ფონდი (ცნობილი სისტემა) კლალიტი, მაკაბი და ლეუმიტი აცხადებს
2021 წლის ივლისში ტრადიციული კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში პანდემიის გამო არ გაიმართება.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად