რუსული ვაქცინის - "სპუტნიკ-V" შემქმნელები პრეპარატის AstraZeneca ვაქცინასთან კომბინაციის წინადადებით გამოდიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რუსული ვაქცინის - "სპუტნიკ-V" შემქმნელები პრეპარატის AstraZeneca ვაქცინასთან კომბინაციის წინადადებით გამოდიან

მიმართეს ბრიტანულ –შვედურ ფარმაცევტულ კომპანიას, ვაქცინის ეფექტურობის გაზრდის მიზნით მათი პრეპარატი AstraZeneca-ს შეურიონ.

ბოლო მონაცემებით ვაქცინა AstraZeneca-მ 62 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა - პასკალ სორიომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაქცინის შემქმნელი კომპანია, ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მზად არის დამატებითი კვლევების ჩასატარებლად ვაქცინის ეფექტების შესწავლა-დაზუსტებისათვის.

"თუ ისინი ახალ კლინიკურ კვლევას ჩაატარებენ, ვურჩევთ თავიანთ პრეპარატს ჩვენი ვაქცინაც შეურიონ " აცხადებენ "სპუტნიკ-V" შემქმნელები და ახალ კვლევებში ორი კომბინირებული ვაქცინის ჩართვას სთავაზობენ, რადგან ვაქცინათა კომბინაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად ეფექტური აღმოჩნდეს რევაქცინაციის ჩატარებისას.

23 ნოემბერს AstraZeneca-ს ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ "AZD1222 კლინიკური კვლევა-გამოცდის შუალედურმა ანალიზმა პრეპარატის 90 %-იანი ეფექტურობა აჩვენა, როცა მოხალისეებს ნახევარი დოზა ეძლეოდათ, ხოლო 62 %-იანი დადებითი შედეგი აღინიშნა მაშინ, როცა საცდელი პირები ვაქცინის ორ სრულ დოზას ერთთვიანი ინტერვალით იღებდნენ. ამგვარად, საშუალო ეფექტურობა 70 %-ით შეიძლება შეფასდეს!"

ამასთან, მსოფლიოში დარეგისტრირებულ პირველ ვაქცინას რუსულ "სპუტნიკ-V"-ს 95 %-იანი ეფექტურობა აქვს. ერთობლივად შემუშავებულმა Pfizer და BioNTech (გერმანია, აშშ) ასევე 95 %-იანი ეფექტურობა აჩვენა, Moderna-მ (აშშ) კი — 94,5%- იანი.