ხშირად ზურგის, წელის, კუნთების ტკივილი ის ნიშანია, რომელიც ადამიანმა კორონავირუსულ ინფექციას არც კი დაუკავშიროს. ეს სიმპტომი არ წარმოადგენს აუცილებელ და სპეციფიკურს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს. ზოგიერთ პაციენტს, ასევე შეიძლება აღენიშნოს კანის მომატებული მგრძნობელობა COVID-19-ით დასნებოვნებისას. ორივე ეს სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს არა მარტო კორონავირუსზე, არამედ სხვა ვირუსულ დაავადებაზედაც.
კორონავირუსის ყველაზე საყურადღებო და საშიში სიმპტომი რესპირატორული დაავადების სხვა სიმპტომებთან ერთად
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს, COVID-19-ზე ყველაზე ხშირად მიუთითებს რესპირატორული სიმპტომებისა და ყნოსვის დაკარგვის ერთობლიობა. თუმცა, კლინიკური ნიშნების ამგვარი კომბინაცია სხვა დაავადებების დროსაც გვხვდება.