ჯერ კი­დევ არის საკ­მა­რი­სი სა­წოლ­ფონ­დი, უბ­რა­ლოდ არ ხდე­ბა მისი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მარ­თვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯერ კი­დევ არის საკ­მა­რი­სი სა­წოლ­ფონ­დი, უბ­რა­ლოდ არ ხდე­ბა მისი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მარ­თვა

"ლოკდაუნი" მაშინ იქნება გამართლებული, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური გამოვლენის მაჩვენებელი 5000-დან 10 000-ის ფარგლებში იმერყევებს.

ექიმის განმარტებით, საქართველოში საწოლფონდის სწორი მართვა რომ ხდებოდეს, კლინიკების გადატვირთულობის პრობლემა არ იარსებებდა.

"არებული სიტუაცია იძლევა იმის საშუალებს, რომ ცალკეული რეგულაციების მეშვეობით მოხდეს სიტუაციის მართვა. მართალია "ლოკდუანს" აქვს სამედიცინო ეფექტი, რაც შემთხვევების შემცირებაში გამოიხატება, მაგრამ მეორეს მხრივ, ის დიდ ეკონომიკურ ზიანს მოიტანს, რასაც, ალბათ, ქვეყანა ვერ გაწვდება. პრინციპში არც არის ამის საჭიროება. ცალკეული შეზღუდვების გამკაცრება იქნება ამ ეტაპზე საკმარისი.. ბოლო დღეებში ხშირად მესმის, გადატვრთულობის შესახებ.

მინდა გითხრათ, რომ რეალურად, საქართველოში ჯერ კიდევ არის საკმარისი საწოლფონდი, უბრალოდ არ ხდება მისი რაციონალური მართვა. არცერთი მსუბუქი სიმპტომის მქონე პაციენტი არ უნდა იყოს კლინიკაში, არ უნდა იკავებდეს იმ პაციენტების ადგილს, ვისაც სუნთქვის უკმარისობა აქვს და ჟანგბადის მიწოდება ესაჭიროება.

სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა პაციენტები უარს აცხადებენ კლინიკის დატოვებაზე სრულ გამოჯანმრთელებამდე. ექიმმა პაციენტი უნდა გაწეროს დასტაბილურდება თუ არა მისი სიტუაცია და მის ადგილას შეიყვანოს ახალი, მძიმე სიმპტომების პაციენტი.

როგორც ეს იტალიაში ხდებოდა. იქ მართვით სუნთქვაზე მყოფ პაციენტებსაც კი წერდნენ, თუ ოდნავ მაინც სტაბილური იყო მათი მდგომარეობა და სახლში უდგამდნენ სასუნთქ მოწყობილობებს.

სწორი მართვის პირობებში და ეფექტური რეგულაციების დროული დაწესების შემთხვევაში, ჩვენ კოლაფსი არ გვემუქრება და ზოგადი ეპიდსიტუაციის დასტაბილურებაც შესაძლებელია"