საქართველოსა და სომხეთში პიკმა უკვე გადაიარა, სხვა მეზობელ ქვეყნებში ჯერ მატება იქნება - ამერიკის კვლევითი ცენტრის კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოსა და სომხეთში პიკმა უკვე გადაიარა, სხვა მეზობელ ქვეყნებში ჯერ მატება იქნება - ამერიკის კვლევითი ცენტრის კვლევა

ვითარებასთან დაკავშირებით საიმედო ინფორმაციას აქვეყნებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის "Institute for Health Metrics and Evaluation" - წარმოადგენს ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს. ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით (იხილეთ გრაფიკი ქვემოთ), ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ. ჩემის აზრით, ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია, ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდების თავისებურებებს და და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება. და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა) ასე რომ, თუ უახლოეს 1-2 კვირაში ვნახეთ კლების ტენდენცია (შემთხვევების კლებას ვგულისხმობ, თორემ სიკვდილიანობის პიკი დაიგვიანებს 2-3 კვირა, როგორც ახასიათებს კოვიდს), ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება, არამედ დაადასტურებს Institute for Health Metrics and Evaluation - ის პროგნოზს და ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით, რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება.

P.S. შეცდომაში არ შეგიყვანოთ გამოვლენილი შემთხვევების ზრდამ, რადგან უახლოეს ხანს იგეგმება 2.5-ჯერ გაზრდა ტესტირების რაოდენობის; ამ გრაფიკზე საუბარია ინფიცირებულთა პროგნოზირებულ საერთო რაოდენობაზე და არა გამოვლენის რაოდენობაზე, რაც ცხადია ტესტირების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული)", - წერს ინფექციონისტი.

წერილმა დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველში და ბევრს იმედი ჩაუსახა, რომ ქვეყანაში მსგომარეობა გამოსწორდება.

"მკურნალი" გთავაზობთ ჩვენი მეოზბელი ქვეყნების ანალოგიურ პროგნოზს, რომელიც ამ საიტზეა განღავსებული:

საქართველო:

mkurnali.ge

სომხეთი - აქაც პიკი უკვე უკან რჩება:

mkurnali.ge აზერბაიჯანი - აქ პიკს დეკემბრის მეორე ნახევარში ელოდებიან:

mkurnali.ge

რუსეთი - აქ პიკი იანვრის შუა რიცხვებში იქნება.

mkurnali.ge

თურქეთში მარტამდე ინფიცირებულთა მატებას ელოდებიან:

mkurnali.ge