ცუდ და კარგ შემთხვევებში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პიკი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცუდ და კარგ შემთხვევებში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პიკი?

- ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა პიკია, თუ პიკი წინ გვაქვს?

- სამწუხაროდ, ყველა ჩვენი გათვლა გვეუბნება, რომ ახლა, პრაქტიკულად, ავადობის პიკზე ვართ. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, პიკი პლატოზე გადავიდეს. წარმოიდგინეთ, როგორი დატვირთვაა ყოველდღიურად 4 000 ახალი ავადმყოფი!

- ცუდ და კარგ შემთხვევებში რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პიკი?

- კარგ შემთხვევაში ეს იქნება სამი კვირა მაინც, ცუდ შემთხვევაში - გაცილებით მეტი...

- ოქტომბერში რომ გამკაცრებულიყო ზომები, დღეს ასეთი სიტუაცია გვექნებოდა?

- ჩაკეტვასა და გამკაცრებაზე არ არის ლაპარაკი, მთავარია წესების დაცვა. აგვისტოში რომ დაგვეცვა წესი, არ გვექნებოდა სექტემბერი და ოქტომბერი, ოქტომბერში რომ დაგვეცვა წესი, არ გვექნებოდა ასეთი ნოემბერი...

- საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ ხართ ხოლმე კატეგორიული, რომ მეტი შეზღუდვა დაწესდეს? ხომ აშკარაა, რომ საზოგადოების შეგნების იმედად ყოფნას შედეგი არ მოსდევს.

- საქმე ის გახლავთ, რომ გარდა იმისა, რაც ეპიდემიოლოგებსა და ჯანდაცვის სისტემას გვაწუხებს, არის ქვეყნის ეკონომიკა და მასზე ფიქრიც აუცილებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ გვინდა, ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ, წესები უნდა დავიცვათ.

- კოვიდინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება შეიძლება თუ არა?

- არა. ანტიბიოტიკები არ მოქმედებს არც ერთ ვირუსზე, მათ შორის - არც კორონავირუსზე, ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს, თუ კოვიდინფექციას ერთვის ბაქტერიული ინფექცია. მსოფლიო სტატისტიკით, შემთხვევათა დაახლოებით 8%-შია საჭირო ანტიბიოტიკის ჩართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ მსოფლიო სტატისტიკით, ანტიბიოტიკებს ინფიცირებულთა 70% იღებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. დედამიწას ემუქრება ორი დიდი საფრთხე - რესპირატორული ვირუსის პანდემია და ანტიბიოტიკური რეზისტენტობა. ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენების დროს ბაქტერიები მათ მიმართ გამძლეობას გამოიმუშავებენ და შეიძლება ადამიანები ელემენტარულ ბაქტერიულ ინფექციებს ვეღარ გაუმკლავდნენ. ახლა გვაქვს რესპირატორული ინფექციის პანდემია და ჩვენი გაუფრთხილებელი მოქმედებით ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების გამძლეობას აღარ უნდა შევუწყოთ ხელი.

წაიკითეთ ინტერვიუ სრულად