მადლობა, დარეჯან, ჩვენთვის გაღებული სიცოცხლისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

მადლობა, დარეჯან, ჩვენთვის გაღებული სიცოცხლისთვის

მადლობა, დარეჯან, ჩვენთვის გაღებული სიცოცხლისთვის
კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის, დარეჯან დევიძის ძმისშვილი - დავით დევიძე მასზე ფეისბუქის პოსტში წერს: თავის საქმის ნამდვილ დიდოსტატზე, მოწოდებით ექიმზე და მუდმივად მზარდ პროფესიონალზე მინდა მოგიყვეთ.
საბჭოთა საქართველოს პატარა სოფელში, გაჭირვებასა და მუდმივ შრომაში გაიზარდა.

თუ სკოლაში მიმავალი მასზე უფროსი მოსწავლეები, დიდი თოვლისა და უგზოობის გამო უკან სახლში ბრუნდებოდნენ, ის გაუტეხელი ნებისყოფით, თავდაჯერებული, მიდიოდა წინ, არასოდეს ბრუნდებოდა უკან და მიისწრაფვოდა განათლებისკენ/ცოდნისკენ.

განათლების სისტემაში და ზოგადად საბჭოთა საქართველოში არსებული ტოტალური კორუფციის გამო, სკოლის დამთავრების შემდეგ 11 წელი ზედიზედ, ტიტანური შემართებით აბარებდა მისაღებ გამოცდებს
თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. როგორც წესი "ერთი ქულა აკლდებოდა", ზოგჯერ 0.25 ქულა დაგაკლდაო, ურცხვად უქვეყნებდნენ შედეგებს.

სოფლი
დან ჩასული, ენთუზიაზმით და ცოდნით შეიარაღებული აბიტურიენტისთვის ადგილი ვერაფრით იძებნებოდა, "ყუფარაძეს" არ ჰქონდა დარეკილი.

მთელი ეს დრო მუშაობდა და პარალელურად ემზადებოდა მომავალი საგამოცდო წლისთვის. ტრაგედიად არ გაუხდია ეს უცნაური, ბოროტებით და ცინიზმით სავსე თავგადასავალი.

არ გაბოროტდა, არ დაკარგა იმედი და როცა საბჭოეთში "გარდაქმნამ" შემოაბიჯა, მაინც მიაღწია მიზანს.
სულ წიგნით ხელში მახსოვს. მეტწილად რუსულ ენაზე გამოცემული სამედიცინო ლიტერატურის (რამდენადაც მაშინ სხვა არაფერზე მიუწვდებოდა ხელი) დამუშავების პროცესში ატარებდა მთელ შეგნებულ ცხოვრებას.

ხშირად ამბობდა, რომ მისი პაციენტები იმსახურებდნენ ზუსტად ისეთი სტანდარტის ექიმს და სამედიცინო მომსახურებას, როგორიც ხელმისაწვდომია ბერლინსა თუ მოსკოვში და თუ სახელმწიფო ვერ გამართავს შესაბამის ინფრასტრუქტურას ჭიათურასა თუ საჩხერეში, მე უნდა ვიყო უკეთესი ექიმი ვიდრე ჩემი უცხოელი კოლეგები არიანო.

ყოველწლიურად ანახლებდა სამედიცინო პროფესიულ ლიტერატურას. მუდმივად გადამზადების პროცესში იყო. 2 წლის წინ უცხოეთიდან გამოწერილი, ერთი ყუთი წიგნები კურიერმა მე მომიტანა იუსტიციის სახლში. ჩემი სამუშაო მისამართი მიუთითებია, ჭიათურაში და საჩხერეში ფოსტამ არ დამიკარგოსო. მითხრა წიგნებს მოგიტანენ მამიდა და მერე გამომიგზავნეო, ვიფიქრე 2 წიგნი იქნებოდა, წიგნებით სავსე მძიმე ყუთი ძლივს ავიტანე სამუშაო ოთახში.

1990 - იანი წლების გაყინულ და ჩაბნელებულ ჭიათურაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა. სულ მცირე ხანში ყველამ გაიგო ჭიათურასა და საჩხერეში, რომ გამოჩნდა "ვირტუოზი" ექიმი, რომელიც აპარატურის არ ქონის და უდენობის პირობებში, მხოლოდ ფონეიდოსკოპით და პაციენტთან გასაუბრებით, სნაიპერის სიზუსტით ადგენდა დიაგნოზს.

ასობით ადამიანს სიმაყით უთქვავმს ჩვენთვის, რომ თბილისის თუ ევროპის კლინიკებში, ძვირადღირებული გამოკვლევების შემდეგ, ზედმიწევნით დასტურდებოდა მისი შეფასებები და გაწეული მკურნალობის მართებულობა.

მუშაობდა დღე და ღამე. 24 საათიანი მორიგეობიდან დაბრუნებული მცირეწლოვან შვილს უვლიდა და როცა ძლივს სახლში მისულს, ავადმყოფის სანახავად ოჯახში სთხოვდნენ გაყოლას, მიდიოდა უსიტყვოდ, ხშირად სახლიდან ძალიან შორს უგზოობაში და სიცივეში.

უკვე არც ისე ახალგაზრდა იყო, როცა საჩხერის საავადმყოფოშიც დაიწყო მუშაობა. მუშაობდა, როგორც სასწრაფოს ექიმიც. ახალგაზრდა კოლეგები სულ მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე ხუმრობნენ, დარეჯანი არ იღლებაო.

ცოტა ხნის წინ, კომპეტენციის დასადასტურებლად ტესტირება ჩაუნიშნეს სამედიცინო პერსონალს. ხუმრობდა, ბევრი ახლა არკვევს რამდენი სამეცადინო ჰქონიაო. ვკითხე რა ხდება სამსხურში, გაიარე ტესტირებათქო? მხიარულად გაიღიმა, 100 შესაძლებლიდან, ასივე ქულა ავიღეო.
მისი, როგორც ექიმის ტექნიკური არსნალი იყო უმაღლესი პილოტაჟი, ვისაც უნახავს ან გამოუცდია, არასოდეს დაავიწყდება რა მარტივად აკეთებდა რთულ სამედიცინო მანიპულაციებს.

როცა კოვიდ პაციენტებთან ხშირი შეხების გამო იზოლაციაში გადავიდა, ტესტი გაიკეთა და არ აჩვენა ინფექციის არსბობა, შეეძლო კიდევ 2 კვირა სახლში ყოფილიყო, მაგრამ გვითხრა ახალგაზრდება ექიმები იბრძვიან და მე ჯანმრთელი ვარ და უნდა დავბრუნდე სამსახურშიო. დაბრუნა.
ავადმყოფობას შეხვდა ისე, როგორც ნამდვილი პროფესიონალი. ყველას თხოვა, ნუ შემაწუხებთ ზარებითო და დაპირდა, რომ როცა კარგად იქნებოდა თვითონ დაურეკავდა.

არავისთვის შეუჩივლია თავის ჯანმრთელობაზე. ალბათ იმიტომაც, რომ მთელი ცხოვრება ყველა მას თხოვდა დახმარებას.
დაიღუპა ბრძოლის ველზე.

თავისი ხალხის ჯანმრთელობისთვის/საქართველოსთვის, გააზრებულად გაიღო საკუთარი სიცოცხლე.
ის იყო ქართველი ექიმის/ქალის სახე, მისაბაძი, პროფესიონალი, უშიშარი, მებრძოლი, მცოდნე, თავდაჯერებული და ხაზგასმით თავმდაბალი ადამიანი.

დიდება გმირებს,
ნახვამდის დაჯია მამიდა.

p.s. მადლობა ყველა ექიმს, მედპერსონალს, ვინც გააზრებულად, მიზანმიმართულად დგას თავისი ხალხის სამსახურში და საკუთარ სიცოცხლესაც არ ზოგავს ამისთვის. მადლობა, დარეჯან ჩვენთვის გაღებული სიცოცხლსითვის.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმიდან
სპეციალისტების აზრით, საუბარი არაა იმაზე რომ ჩინეთსა და ევროპაში კორონავირუსის სხვადასხვა შტამი იყო გავრცელებული.
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა,
ყელის სიმშრალე და ხახის არეში განვითარებული უსიამოვნებანი ბევრი ინფექციური დაავადების დამახასიათებელია,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის,
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად