ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა - არის თუ არა ეს პიკი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა - არის თუ არა ეს პიკი?

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა - არის თუ არა ეს პიკი?
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 85 639-მდე",-
ნათქვამია ინფორმაციაში.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976
გარდაცვალების შემთხვევა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 774, აჭარაში - 1 021, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის, თბილისში - 394, აჭარაში - 147, იმერეთში - 202. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 114, იმერეთში - 45. 3 449 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 138 - თბილისში, 1 659 - აჭარაში, 310 - იმერეთში. 8 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში - 26. სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 241 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 201 პირი, აჭარაში - 18 088, იმერეთში - 5 313",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თენგიზ ცერცვაძის პასუხი გიორგი კანდელაკისადმი:
მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმიდან
სპეციალისტების აზრით, საუბარი არაა იმაზე რომ ჩინეთსა და ევროპაში კორონავირუსის სხვადასხვა შტამი იყო გავრცელებული.
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა,
ყელის სიმშრალე და ხახის არეში განვითარებული უსიამოვნებანი ბევრი ინფექციური დაავადების დამახასიათებელია,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად