რატომ არ უნთებენ მწვანე შუქს COVID-19-თან ბრძოლაში ქართველ მეცნიერთა გამოგონებას?! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რატომ არ უნთებენ მწვანე შუქს COVID-19-თან ბრძოლაში ქართველ მეცნიერთა გამოგონებას?!

რატომ არ უნთებენ მწვანე შუქს COVID-19-თან ბრძოლაში ქართველ მეცნიერთა გამოგონებას?!
COVID-19-ის პანდემიის დაწყების დღიდან ქართველი მეცნიერები, მეტად საინტერესო და აქტუალური გამოგონების ავტორები, ავთვისებიან სიმსივნეთა მეტასტაზირების სრულიად ახალი კლასის ინჰიბიტორების შემქმნელები, აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი პრეპარატი აუცილებლად უნდა ჩაერთოს კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობაში.

ცნობისათვის, პრეპარატ ამფიცეზინის შექმნის დეტალებზე ჟურნალ "ოჯახის მკურნალში" არა ერთი საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

მას შემდეგ აკადემიკოსმა ნოდარ ჩიგოგიძემ, კიდევ უფრო მეტად სრულყო პრეპარატი (ცეზიუმის კათიონების გარდა, მრავალმუხტიან, ანიონაქტიურ მაკრომოლეკულებს, რუბიდიუმის იონებიც ჩაურთო) და შექმნა მეორე თაობის მედიკამენტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ეფექტურია მოქმედების მექანიზმით და დიდმნიშვნელოვანია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა მნიშვნელობა აქვს ამ ახალი კლასის პრეპარატს, როგორ აფერხებს ის სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედების გავრცელებას, რა პრინციპით უშლის ხელს მეტასტაზების განვითარებას და რატომ არის მისი ჩართვა აუცილებელი COVID-პაციენტების მურნალობაში, ამაზე დაწვრილებით ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" დეკემბრის ნომრიდან შეიტყობთ, მანამდე კი გთავაზობთ მცირე ამონარიდს აკადემიკოს ნოდარ ჩიგოგიძის
კომენტარიდან:

- ბატონო ნოდარ, რატომ მიგაჩნიათ, რომ თქვენი გამოგონება, მეტასტაზირების პროცესის სრულიად ახალი კლასის ეს ინჰიბიტორი, ასე მნიშვნელოვანია COVID-19-თან ბრძოლაში, რა ეფექტი ექნება მას ახალ კორონავირუსთან მიმართებაში?


- ახალი კორონავირუსული ინფექცია - COVID-19 წარმოადგენს მაღალკონტაგიოზურ დაავადებას, რომელსაც ვირუსი SARS-Cov-2 იწვევს. ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მთავარი მიზეზი ასოცირებული პნევმონიაა. ჩინელმა მედიკოსებმა ქალაქ უჰანში, ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში მიაქციეს ყურადღება სისხლის შედედების მექანიზმების დარღვევას, განსაკუთრებით იმ პაციენტებთან, რომლებსაც დაავადების მძიმე ფორმა აღენიშნებოდათ.

COVID-19 უპირატესად ფილტვებს აზიანებს, იწვევს რა ალვეოლების დიფუზურ დაზიანებებს და დასაბამს აძლევს სუნთქვის მწვავე უკმარისობას. პაციენტებს თავიდანვე აღენიშნებოდათ თრომბების აქტიურად წარმოქმნა ანუ არტერიებსა და ვენებში სისხლის კოლტების გაჩენა. მოგვიანებით გაირკვა, რომ COVID-19 მიმდინარეობს როგორც მიკროთრომბოვასკულიტი ფილტვების, თავის ტვინის, გულის, თირკმელებისა და კანის დაზიანებით.

ნათელი გახდა, რომ თრომბოზი კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა. ჰემოსტაზის სისტემის სპეციფიკური პროთრომბული ცვლილებები COVID-19-ის დროს, ასოცირდება ვენური თრომბოემბოლიური გართულებების აღმოცენების მომატებულ სიხშირესთან. ისიც გასაგებია, რომ ლეტალური გამოსავალი შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ თრომბოზით, რომელიც შეინიშნება ფილტვის სეგმენტურ და სუბსეგმენტურ არტერიებში, მიუხედავად პროფილაქტიკური ანტიკოაგულაციური თერაპიისა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰემოსტაზის სისტემის ცვლილებები ავთვისებიან დაავადებათა და COVID-19-ის დროს ანალოგიურია და ასევე ამ დაავადებათა დროს პაციენტებს ერთნაირი თრომბოზული გართულებები აღენიშნებათ, სიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან, თრომბოზების პროფილაქტიკის მიზნით, ჩართულ იქნას მეორე თაობის მრავალმუხტიანი ანიონაქტიური მეტასტაზირების ინჰიბიტორები, ფიბრინისა და ანტიაგრეგანტების სპეციფიკური დაბალმოლეკულური ინჰიბიტორების ფონზე.

მით უფრო, რომ კარგად არის ცნობილი და არაახალია, რომ ონკოპაციენტებს უფრო ხშირად უვითარდებათ ვენური თრომბები (ვენური თრომბოემბოლია) ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ხოლო ქიმიოთერაპია დამატებით ზრდის ამ რისკს.
გარდა ამისა, არსებობს ონკოდაავადებებისათვის დამახასიათებელი რიგი ფაქტორებისა, მაგალითად, სისხლდენებისადმი მიდრეკილება ავთვისებიანი წარმონაქმნის კერაში, ასევე თრომბოციტოპენია.

აღნიშნული ფაქტორები ზრდიან ჰემორაგიული გართულებების რისკს ონკოპაციენტებთან თრომბოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოყენებული ანტიკოაგულაციური თერაპიისას, რამეთუ საკუთრივ ზოგიერთი ანტიკოაგულანტი, მაღალმოლეკულური დექსტრანები, ციტოსტატიკები, ენდოტოქსინები და მაიონიზებელი გამოსხივება იწვევს სისხლის სისხლძარღვშიდა შედედების პროგრესირებას (მაჩაბლის სინდრომი) და ზრდის მეტასტაზირების ტენდენციას.

ამიტომაც, სადღეისოდ, ონკოლოგიაში გამოყენებული ანტიკოაგულანტებისადმი თანამედროვე მოთხოვნებია:

1) პრეპარატის ფიქსირებული დოზის შეყვანის მოხერხებული და ხელმისაწვდომი მეთოდიკა;

2) სიმსივნის ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან შეთავსებადობა;

3) პრეპარატებს შორის სამკურნალო ურთიერთქმედების მისაღები პროფილი;

4) სისხლდენის დაბალი რისკი;

ამ კუთხით, ჩვენ მიერ მოწოდებული ამფიცეზინის სრულყოფილი ანალოგი სრულად აკმაყოფილებს ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნას. სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და ყველა განმარტების გათვალისწინებით, შესაძლოა დავასკვნათ, რომ ანტიკოაგულაციური და ანტიაგრეგანტული თერაპია ფიბრინის ახალი კლასის ამიდინური ინჰიბიტორების საფუძველზე, რომელთა მოქმედებაც გაძლიერებულია რუბიდიუმისა და ცეზიუმის კათიონებით, დადებით გავლენას იქონიებს კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობაზე, შეამცირებს დაავადების მიმდინარეობის ვადებს, დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, აგვარიდებს მთავარ გართულებას - თრომბების განვითარებას და მინიმუმამდე დაიყვანს COVID-19-ით გამოწვეული ლეტალობის შემთხვევებს!

* * *
როგორც უკვე მოგახსენეთ, ნოდარ ჩიგოგიძესთან სრულ ინტერვიუს ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" დეკემბრის ნომერში შემოგთავაზებთ, მანამდე კი სათქმელი მხოლოდ ერთია:

იმ პირობებში, როდესაც პანდემია ასე მძვინვარებს, როდესაც მის გართულებებს ადამიანთა სიცოცხლე ეწირება, როდესაც საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, არაერთი პრეპარტის გამოცდა-დაკვირვება წარმოებდა და წარმოებს, საინტერესო იქნებოდა ქართული ნოვაციის (დასაბუთებული, რაციონალური ქმნილების, რომელსაც ორმა ქართველმა მეცნიერმა მრავალი წელი მიუძღვნა) ჩართვა და დანერგვა პაციენტთა მკურნალობაში. რატომ არ უნთებენ მწვანე შუქს ქვეყნისათვის, ხალხის გადარჩენისათვის მნიშვნელოვან გამოგონებას, რატომ რჩება მეცნიერთა ხმა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა?"


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შემქმნელებმა, 26 ნოემბერს წინადადებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ წუთებშია გადაღებული, ფასდაკლების
COVID-19-ით დასნებოვნებისას, გარდა ტემპერატურისა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვისა,
ამერიკელი მეცნიერების ამჟამინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეზონური მწვავე რესპირატორული
დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად