რომელი ხილის წვენს აღმოაჩნდა უნიკალური ანტივირუსული თვისება
დრეზდენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და CogniVerde GmbH აჩვენეს, რომ მწვანე ჩაის, შტოშის, ბროწეულის და სხვა ხილის წვენებს შეუძლიათ SARS-CoV-2 ვირუსის განადგურება.
უჯრედულ კულტურაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს აღნიშნული სასმელების ანტივირუსული თვისებები (ხელს უშლიდნენ ვირუსის გავრცელებას). კვლევისთვის მეცნიერები ვირუსებს, მათ შორის A გრიპის, მე-5 ტიპის ადენოვირუსსა და SARS-CoV-2 ამუშავებდნენ სხვადასხვა მცენარეული ნივთიერებებით. ახდენდნენ მათ ინკუბაციას ოთახის ტემპერატურაზე და საზღვრავდნენ ინფექციურობას. აღმოჩნდა, რომ ცირცელის წვენი თითქმის 3000-ჯერ აქვეითებდა ვირუსის ინფექციურობას, ბროწეულის წვენი, მწვანე ჩაი და ანწლის წვენი ინფექციურობას 10-ჯერ ამცირებდა. მეცნიერებმა ასევე გამოსცადეს ღორის გრიპის ვირუსის ურთიერთქმედება მცენარეულ ნივთიერებებთან. მათ აღმოაჩინეს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წვენები, 5 წუთის განმავლობაში ვირუსების 99%-ის ინაქტივაციას ახდენდნენ.
ცირცელის წვენი SARS-CoV-2-ის ვირუსების 97%-ის ინაქტივაციას ახდენდა 5 წუთის განმავლობაში, ხოლო ბროწეულის წვენი და მწვანე ჩაი ვირუსების 80%. ანწლის წვენი არ მოქმედებდა SARS-CoV-2-ზე. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ პირის ღრუში ჩაის ან წვენების გამოვლება შეიძლება მარტივი და ეფექტური სტრატეგია აღმოჩნდეს კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებალდ.