CoronaVac -ი SARS-CoV-2-ის დასუსტებული ვერსიაა, რომლის უსაფრთხოებაც პირველადად დამტკიცებული იქნა მღრღნელებზე. ადამიანებზე გამოცდა დაიწყო ა.წ. აპრილის შუა რიცხვებიდან და მაისისი დასაწყისიდან. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფქტიანობის შესაფასებლად, ექიმებს მოხალისეებისთვის შეჰყავდათ ვაქცინის ორი დოზა ორ ან ოთხ კვირიანი შუალედით. ვაქცინის
გვერდითი მოვლენებიდან აღინიშნა ალერგია, თავის ტკივილი და ინექციის ადგილზე წვის შეგრძნება. კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები მოხალისეების უმრავლესობას გამოუმუშავდათ. მაგრამ შედარებით უფრო მძლავრი იმუნური პასუხი აღენიშნებოდათ იმ პირებს, რომლთაც მეორე ინექცია პირველიდან 28 დღის შემდეგ გაუკეთდათ.
მნიშვენლოვანია, რომ ვაქცინის შენახვა შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივ მაცივარში, ხოლო ვარგისიანობის ვადა 3 წელს შეადგენს.