პირის ღრუს სავლების გამოყენება ეფექტურია ვირუსისაგან თავდასაცავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირის ღრუს სავლების გამოყენება ეფექტურია ვირუსისაგან თავდასაცავად

პირის ღრუს გამოვლების შემდეგ გადანაფურთხებ სითხეში მეცნიერებმა აღამოაჩინეს 0,07% ცეტილპირიდინის ქლორიდი (ანტისეპტიკი). ამ ნაერთის წყალობით შესაძლებელია შემცირდეს პირის ღრუს ვირუსული დატვირთვა. ექსპერიმენტებმა და პირის ღრუს გამოვლების შემდეგ ნერწყვის ანალიზმა აჩვენა ვირუსის კონცენტრაციის შემცირება, რის შედეგადაც ვირუსის გადაცემის რისკიც მცირდება.

ადრე ჩატარებულმა მსგავსმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კბილის პასტებმა შეიძლება შეაჩერონ კორონავირუსი. ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ადი ამტკიცებს, რომ კბილის პასტა შეიცავს, იგივე ქიმიურ ნივთიერებებს, რასაც ხელის ანტიბაქტერიული გელი. მაშასადამე მას შეუძლია კორონავირუსის განადგურება, თუ ის აღმოჩნდება პირის ღრუში. პროფესორი გვირჩევს კბილების მაქსიმალურად ხშირად გამოხეხვას, რათა შემცირდეს პირის ღრუს ვირუსული დაბინძურება.

კრონავირუსის ადამიანებს შორის გავრცელება ხდება ძირითადად ნერწყვის წვეთებით, რომელიც გარემოში ხვდება ხველების ან ცემინების დროს. პროფესორი ადი გვირჩევს კბილების გამოწმენდას სახლიდან გასვლის წინ, ინფექციის გადაცემის რისკის შესამცირებლად.

კბილის პასტის ანტიმიკრობული მოქმედება 3-5 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. ასევე სასარგებლოა კბილის სავლების რეგულარული გამოყენება.

ტრიკლოზანი ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელსაც ჩვეულებრივ უმატებენ კბილის პასტებს კბილის ნადების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის. ანტიბაქტერიული საპონი ასევე შეიცავს ტრიკლოზანს. სხვათაშორის საკამათოა, რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის. ა.შ.შ-ში 2016 წლამდე ის აკრძალული იყო.

ადი გვირჩევს ყურადღება გავამახვილოთ ქლორჰექსიდინის შემცველ პროდუქტებზე ანტივირუსული მოქმედების გამო. სეულში, კორეის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 ქლორჰექსიდინით დამუშავების შემდეგ 2 საათში ნადგურდებოდა.