ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები არ უნდა შეუშინდნენ პანდემიას! - ალერგოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები არ უნდა შეუშინდნენ პანდემიას! - ალერგოლოგის რჩევები

რისკჯგუფებსა და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მათთან გართულებათა განვითარების დიდ ალბათობაზე.

პანიკურ მდგომარეობაში არიან განსაკუთრებულად ასთმითა და ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული პირები, ზოგიერთი მათგანი შიშით სუფთა ჰაერზე სეირნობასაც კი ერიდება, კვირაობით გამოკეტილია სახლში, რაც არასწორი და დაუშვებელია!

აღნიშნულ კატეგორიას პრობლემის მთავარ არსს განუმარტავს და რჩევებს აძლევს აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - მურმან კიკვიძე:

- კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შიში მოჰგვარა არა მარტო ასთმით და ფქოდით (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) დაავადებულ პაციენტებს, არამედ ჯანრთელ პირებსაც. შიშს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ვირუსით ზიანდება მეტად სასუნთქი სისტემა და რთულდება ფილტვების ანთებით. არასასურველი ინფორმაცია დაავადების გართულებულ მიმდინარეობაზე და ლეტალურ გამოსავალზე ასთმით და ფქოდით დაავადებულებს უფრო უიმედო მდგომარეობაში აყენებს.

ასთმის დროს ლეტალური გამოსავლის ძირითად მიზეზად ითვლება არასაკმარისი ბაზისური მკურნალობა. ჩვენ, პრაქტიკოს ექიმებს გვაქვს სახელმძღვანელოდ შესანიშნავი დოკუმენტები – GINA-ასთმის მკურნალობის და პროფილაქტიკის გლობალური ინიციატივა და GOLD- ფქოდ–ის მართვისთვის. მათზე დაყრდნობით ვაწარმოებთ ასთმის და ფქოდ–ის მართვას, დოკუმენტში შეტანილი განახლებისა და ცვლილებების შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები ჩვენი პაციენტების მკურნალობაში. ამიტომაა მუდმივი კომუნიკაცია საჭირო ექიმსა და პაციენტს შორის.

ასთმა ქრონიკული ალერგიული ანთებითი დაავადებაა. ანთება იწვევს რა გარკვეულ ცვლილებებს სასუნთქ გზებში, ავითარებს გლუვი კუნთების სპაზმს და სულხუთვის შეტევას იწვევს. ამ უკანასკნელს ხსნის ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები. მაგალითად, სალბუტამოლი, მაგრამ თავად ანთებაზე მხოლოდ საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები მოქმედებენ. ამ ორი პრეპარატის კომბინაცია ერთ საინჰალაციო აპარატში ასთმის და ფქოდ–ის ბაზისური მკურნალობის გარანტიაა.

სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად პაციენტები მდგომარეობის გაუმჯობესების ან მატერიალური მდგომარეობის გამო აგრძელებენ მხოლოდ სპაზმის მომხსნელი ინჰალატორის გამოყენებას და ავიწყდებათ, რომ ანთება გრძელდება, რომელიც იწვევს ფილტვის ქსოვილის რემოდელირებას და ფიბროზის გაღრმავებას.

ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ, მათ შორის კორონავირუსმა შეიძლება გაამწვავოს ასთმა და ფქოდი, მაგრამ თუ აღნიშნული დაავადებები კარგად არის მართული–კონტროლირებული, ინფექციის დროს ამ პაციენტებთან გართულებები იშვიათია.

არ უნდა შეშინდნენ ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები, რადგან მათ უფრო მეტად არ ემართებათ კორონავირუსი. მიზანშეწონილია ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რაც მოწოდებულია საყოველთაოდ. რისკჯგუფში ბევრი ქრონიკული დაავადება შედის და მთავარია ასთმით და ფქოდით პაციენტებმა არ შეწყვიტონ დანიშნული მკურნალობა, შეინარჩუნონ ყველა მედიკამენტი, რაც მათ სამკურნალო არსენალშია, უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სუთა ჰაერზე ყოფნა მეტად სასარგებლოა მათთვის. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ თავისუფალი სუნთქვა ბედნიერებაა!