ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები არ უნდა შეუშინდნენ პანდემიას! - ალერგოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები არ უნდა შეუშინდნენ პანდემიას! - ალერგოლოგის რჩევები

ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები არ უნდა შეუშინდნენ პანდემიას! - ალერგოლოგის რჩევები
Covid-19 პანდემიის პირობებში ბევრს საუბრობენ ქრონიკული პათოლოგიებით მოავადეთა
რისკჯგუფებსა და კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მათთან გართულებათა განვითარების დიდ ალბათობაზე.

პანიკურ მდგომარეობაში არიან განსაკუთრებულად ასთმითა და ქრონიკული ბრონქიტით დაავადებული პირები, ზოგიერთი მათგანი შიშით სუფთა ჰაერზე სეირნობასაც კი ერიდება, კვირაობით გამოკეტილია სახლში, რაც არასწორი და დაუშვებელია!

აღნიშნულ კატეგორიას პრობლემის მთავარ არსს განუმარტავს და რჩევებს აძლევს აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - მურმან კიკვიძე:

- კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შიში მოჰგვარა არა მარტო ასთმით და ფქოდით (ფილტვის
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) დაავადებულ პაციენტებს, არამედ ჯანრთელ პირებსაც. შიშს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ვირუსით ზიანდება მეტად სასუნთქი სისტემა და რთულდება ფილტვების ანთებით. არასასურველი ინფორმაცია დაავადების გართულებულ მიმდინარეობაზე და ლეტალურ გამოსავალზე ასთმით და ფქოდით დაავადებულებს უფრო უიმედო მდგომარეობაში აყენებს.

ასთმის დროს ლეტალური გამოსავლის ძირითად მიზეზად
ითვლება არასაკმარისი ბაზისური მკურნალობა. ჩვენ, პრაქტიკოს ექიმებს გვაქვს სახელმძღვანელოდ შესანიშნავი დოკუმენტები – GINA-ასთმის მკურნალობის და პროფილაქტიკის გლობალური ინიციატივა და GOLD- ფქოდ–ის მართვისთვის. მათზე დაყრდნობით ვაწარმოებთ ასთმის და ფქოდ–ის მართვას, დოკუმენტში შეტანილი განახლებისა და ცვლილებების შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები ჩვენი პაციენტების მკურნალობაში. ამიტომაა მუდმივი კომუნიკაცია საჭირო ექიმსა და პაციენტს შორის.

ასთმა ქრონიკული ალერგიული ანთებითი დაავადებაა. ანთება იწვევს რა გარკვეულ ცვლილებებს სასუნთქ გზებში, ავითარებს გლუვი კუნთების სპაზმს და სულხუთვის შეტევას იწვევს. ამ უკანასკნელს ხსნის ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები. მაგალითად, სალბუტამოლი, მაგრამ თავად ანთებაზე მხოლოდ საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები მოქმედებენ. ამ ორი პრეპარატის კომბინაცია ერთ საინჰალაციო აპარატში ასთმის და ფქოდ–ის ბაზისური მკურნალობის გარანტიაა.

სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად პაციენტები მდგომარეობის გაუმჯობესების ან მატერიალური მდგომარეობის გამო აგრძელებენ მხოლოდ სპაზმის მომხსნელი ინჰალატორის გამოყენებას და ავიწყდებათ, რომ ანთება გრძელდება, რომელიც იწვევს ფილტვის ქსოვილის რემოდელირებას და ფიბროზის გაღრმავებას.

ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ, მათ შორის კორონავირუსმა შეიძლება გაამწვავოს ასთმა და ფქოდი, მაგრამ თუ აღნიშნული დაავადებები კარგად არის მართული–კონტროლირებული, ინფექციის დროს ამ პაციენტებთან გართულებები იშვიათია.

არ უნდა შეშინდნენ ასთმით და ალერგიით დაავადებული ადამიანები, რადგან მათ უფრო მეტად არ ემართებათ კორონავირუსი. მიზანშეწონილია ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რაც მოწოდებულია საყოველთაოდ. რისკჯგუფში ბევრი ქრონიკული დაავადება შედის და მთავარია ასთმით და ფქოდით პაციენტებმა არ შეწყვიტონ დანიშნული მკურნალობა, შეინარჩუნონ ყველა მედიკამენტი, რაც მათ სამკურნალო არსენალშია, უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სუთა ჰაერზე ყოფნა მეტად სასარგებლოა მათთვის. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ თავისუფალი სუნთქვა ბედნიერებაა!


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-11-2020
nini
სტეროიდები არ შელებაო? კორონასდოსო?
თარიღი : 15-11-2020
aniu
ai es aris namdvili ekimi-positivi, da ar gamkrelidze da kidev vigaceebi, romlebis gamudmebit stresshi amkopeben adamianebs!stresi -pirveli mteri kovelgvari daavadebisa!!!!!
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ "ფაიზერი" და "მოდერნა" ყველა მსურველისთვის უახლოეს
პაატა იმნაძე: გათამამდა ზოგი აცრილი… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ.
კორონავირუსული ინფექციის მქონე ყოველ მეათე ადამიანს უფიქსირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მხრივ
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად