ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპის წარმატებული გავლის შესახებ კომპანიებმა განცხადება 9 ნოემბერს გააკეთეს. ვაქცინის შესანახად საჭიროა ტემპერატურა მინუს 70 გრადუსი ცელსიუსით.
გალღობის შემდეგ ადამიანს ის უნდა შეუყვანონ 5 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ეს მომენტი ქმნის მთელ რიგ პოტენციურ პრობლემებს. ვაქცინის წარმოება ძვირადღირებულია, მისი კომპონენტები არასტაბილურია, ტრანსპორტირება მოითხოვს ძალიან დაბალ ტემპერატურას, გალღობის შემდეგ დიდ ხანს არ ინახება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვაქცინების
ქვეყნებმა, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი Pფიზერ-ის ვაქცინის მოწოდებაზე, იძულებულები არიან შექმნან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა მისი ტრანსპორტირების, შენახვისა და გალღობისათვის. ამასთან ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც მოწოდებულია სამედიცინო პროდუქციის ღრმა გაყინვისთვის, ნულიდანაა დასაწყები.
ამას გარდა თუ ცალკეული ქვეყნები მაინც შექმნიან ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას აეროპორტებში და საწყობებს შეანხვისათვის, რჩება კითხვა ე.წ. ბოლო მილისთვის- როდესაც საუბარია ბოლო რგოლზე - კონკრეტული პაციენტისთვის ვაქცინის მიწოდებაზე. განსაკუთრებით თუ საუბარია ძნელადმისაღწევ რაიონებზე.
"ქვეყნებს მოუწევთ გადაწყვიტონ საკითხი რამდენად არიან მზად ამგვარი დანახარჯებისთვის, თუ დაელოდებიან იმ ვაქცინების გამოცდას, რომლის შეანხვაც შესაძლებელი იქნება მინუს 20 გრადუსზე"- აღნიშნავს Bloomberg.