მეცნიერებმა გამოკვლიეს 47 ბავშვი და 32 ზრდასრული ადამიანი. ბავშვების თითქმის ნახევარს არ აღენიშნებოდა ინფექციის სიმპტომები. მოზრდილებში აღინიშნებოდა დაავადების როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმები, რაც სტაციონარში მკურნალობას საჭიროებდა.
ანტისხეულებზე ბავშვებისა და მოზრდილების სისხლის ანალიზმაც მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა. ბავშვებში კორონავირუსის მიმართ ნაკლები ანტისხეულები გამომუშავდებოდა. მოზრდილებში, დაახლოებით 20 წლის ასაკის პირებში, ორგანიზმი გაცილებით მეტ ანტისხეულებ
ამასთან ბავშვებში ინფექცია არ ვრცელდება ისე ძლიერად, როგორც მოზრდილებში და არც ბევრ უჯრედს აზიანებს.
ბავშვების იმუნური სისტემა გათვლილია ახალ პათოგენებთან საბრძოლველად. ვირუსის გასამკავლებლად საჭიროა Т-უჯრედები, რომლებიც ცნობენ და ანადგურებენ უცხო ანტიგენის შემცველ უჯრედებს. ბავშვებს მოზრდილებთან შედარებით გაცილებით მეტი Т-უჯრედები აქვთ.
დაავადების უფრო ხანმოკლე მიმდინარეობა ბავშვებში იმის ნიშანია, რომ ისინი დაავადების გამავრცელებლები გაცილებით უფრო ნაკლები დროით არიან მოზრდილებისაგან განსხვავებით.