რა შესძინა კორონავირუსს ახალმა მუტაციამ - გენეტიკოსების კვლევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რა შესძინა კორონავირუსს ახალმა მუტაციამ - გენეტიკოსების კვლევა

რა შესძინა კორონავირუსს ახალმა მუტაციამ - გენეტიკოსების კვლევა
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს, რომ დღეისათვის კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული მუტაცია -D614G - ვირუსს უფრო გადამდებს ხდის ცხვირ-ხახაში, ხორხსა და ზედა სასუნთქ გზებში. ზოგადად, კორონავირუსი ისეთივე სიჩქარით განიცდის მუტაციას, როგორც გრიპი.

პირველი სეზონური მუტაცია დაფიქსირდა ა.წ. მარტში, როდესაც ევროპის ტერიტორიაზე გავრცელდა შ გენის მუტირებული ახალი შტამები. ეს გენი მართავს ვირუსის ზედაპირული ცილების წარმოებას, რაც აუცილებელია ვირუსის უჯრედში შესაღწევად. აღნიშნული D614G - მუტაცია დედამიწაზე ამჟამად ცირკულირებული კორონავირუსის პრაქტიკულად ყველა ვარიაციას აქვს, რაც ვირუსის გადადების მაჩვენებელს 2,5-დან 8-მდე ზრდის.

მღრღნელებზე
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მუტირებული ვერსია უფრო აქტიურად მრავლდებოდა, რაც ფიქსირდებოდა ინფიცირებიდან მეორე დღესვე. მეოთხე-მეხუთე დღეს, ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა ცხოველების ზედა სასუნთქ გზებში რამოდენიმე ათეულჯერ მეტი იყო, საკონტროლო ჯგუფის ცხოველებთან შედარებით.

მეცნიერები ასევე ერთდროულად ასნებოვნებდნენ ცხოველებს მუტირებული და არა მუტირებული ვირუსებით. დასნებოვნებიდან პირველ კვირაში
D614G მუტაციის ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მღრღნელებში 1,5-დან 2,5 -ჯერ უფრო მეტი იყო. შესაძლებელია მუტაცია ვირუსს უფრო სტაბილურს ხდის გარემოს არასასურველი პირობების მიმართ, მოქმედებს ანტისხეულების და კორონავირუსულ ნაწილაკებს შორის რეაქციაზე, ან ვირუსს ხდის იმუნიტეტისთვის შეუმჩნეველს. მნიშვნელოვანია, რომ მუტაცია ვირუსს არ აქცევს უფრო საშიშად და სახიფათოდ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შემქმნელებმა, 26 ნოემბერს წინადადებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ წუთებშია გადაღებული, ფასდაკლების
COVID-19-ით დასნებოვნებისას, გარდა ტემპერატურისა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვისა,
ამერიკელი მეცნიერების ამჟამინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეზონური მწვავე რესპირატორული
დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად