კორონავირუსის გავრცელების ძირითად წყაროდ პირის ღრუ სახელდება
ინტენსიურ კვლევებს ატარებენ ორგანიზმში ახალი ვირუსის გავრცელების ნიუანსების შესასწავლად.
როგორც გაარკვიეს, ვირუსის გამრავლებისათვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო პირის ღრუშია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-COV-2 სანერწყვე ჯიკვლებში იჭრება, მრავლდება და დაინფიცირებული ნერწყვის ყლაპვისას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება, პირის ღრუდან კორონავირუსი ასპირაციას განიცდის ფილტვებში, სადაც პნევმონიას აძლევს დასაბამს.
ექსპერტთა განცხადებით - ეს არის რეალურად პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომელშიც პირის ღრუ კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნების პირველად კერად არის განხილული.
ამ შრომაზე დაყრდნობით სპეციალისტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს სამედიცინო ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანცირების აუცილებლობას ინფექციის საპროფილაქტიკოდ!