რატომ ვითარდება თრომბი კორონავირუსის დროს და როგორია მისი თავიდან აცილების გზები - რა არის კოაგულოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება თრომბი კორონავირუსის დროს და როგორია მისი თავიდან აცილების გზები - რა არის კოაგულოპათია

მძიმე ფორმით და ლეტალური გამოსავლით დასრულებული, საბედნიეროდ უსიმპტომო და მსუბუქი ფორმა გაცილებით მეტია - თითქმის 80%-მდე. თუმცა არის დაავადების მძიმე მიმიდინარეობაც, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ გართულებები.

მძიმე ფორმის დროს განვითარებულ პოლიორგანულ უკმარისობას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, მათ შორის არის ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების გააქტიურება) და სისხლის მიმოქცევის მიკრო და მაკროცირკულატორულ სისტემაში თრომბების წარმოქმნა. მძიმე შემთხვევებში კი ვითარდება ე.წ. დიკ-სინდრომი (სიხლძარღვშიდა შედედების სინდრომი), რაც სიკვდილის მიზეზი ხდება (გარდაცვლილთა 71%-ს ეს სინდრომი აღენიშნებოდა). ამასთან, მძიმე გამოსავლის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა დ-დიმერის და პროთრომბინის მატება, პარალელურად ფიბრინოგენის კლებასთან ერთად დაავადების მე-10-მე-14 დღეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჭიროა ამ მაჩვენებლების მონიტორინგი. დ-დიმერის მატება (1 მკგ/მლ-ზე მეტად) გარდაცვალების ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია ამ პაციენტებში.

სწორედ ამიტომ ჩOVID-19ის მქონე პაციენტებში დაიწყეს ანტიკოაგულანტების გამოყენება. უპირატესობას ანიჭებენ ჰეპარინს იმის გამო, რომ მას აქვს არა მხოლოდ ანტიაკოაგულანტური, არამედ ანტიანთებითი მოქმედებაც (ამსუბუქებს ანთებას ფილტვებში და აუმჯობესებს ოქსიგენაციას), აგრეთვე - პოტენციურად - აქვს ანტივირუსული მოქმედებაც.

ჰეპარინი შლის თრომბებს ორგანოთა მიკროცირკულარულ ქსელში, განსაკუთრებით ეფექტურად კი ფილტვების სისხლძარღვებში. ანტიკოაგულანტების გამოყენება პროპორცულად იწვევს სიკვდილიანობის შემცირებას კოვიდ-დაავადებულებში. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისევე, როგორც დიკ-სინდრომის სხვა შემთხვევებში, პაციენტებში პროგრესირებს ჰიპოკოაგულაციური ფენოტიპი და ფიბრინოგენი იწყებს დაქვეითებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია ანტიკოაგულანტის გამოყენების შეწყვეტა, შეძლებისდაგვარად კარგი იქნება თრომბოელასტოგრაფიის, კოაგულოგრამის კვლევა და ამის საფუძველზე გადაწყვეტა - მოიხსნას თუ არა ანტიკოაგულანტები. რიგ შემთხვევებში, განვითარებულ პრობლემებს ემატება ხოლმე ანტითრომბინ-3-ის დეფიციტის განვითარებაც, რაც შეუძლებელს ხდის ჰეპარინის გამოყენებას. არაერთი სამედიცინო დაწესებულება გადავიდა ბივალირუდინის გამოყენებაზე.

რაც შეეხება ჰეპარინის ანტივირუსულ ეფექტს, იგი მოქმედებს ზედაპირულ ცილებზე და ვირუსის უჯრედთან მიწებების შეფერხებას იწვევს.

იმის გამო, რომ თითოეული პაციენტის კოაგულაციური მაჩვენებლები გამუდმებით ცვალებადობს, აუცილებელია ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებების ინდივიდუალურად და გააზრებულად მიღება.

დასკვნის სახით კი შეიძლება ითქვას:

1. ყველა პაციენტს, ვისაც დაუდასტურდა კოვიდ-19, უნდა ჩაუტარდეს ანალიზი დ-დიმერის, თრომბოციტების რაოდენობის და პროთრომბინის დროის განსაზღვრისათვის.

2. იმის გამო, რომ კოაგულოპათია შეიძლება დაავადების გვიანდელ სტადიაზე განვითარდეს, საჭიროა კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის რუტინული პერიოდული კვლევა. კვლევებს შორის ოპტიმალური შუალედი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

3. კოვიდ-19-ის მქონე ყველა პაციენტს უნდა დაენიშნოს ანტიკოაგულანტები პროფილაქტიკური დოზით, სასურველია დაბალმოლეკულური ჰეპარინი, თუ პაციენტს არ აქვს უკუჩვენებები, როგორიცაა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომლის დროსაც არაფრაქციული ჰეპარინის დანიშვნაა მიზანშეწონილი.

4. რაც შეეხება ანტიკოაგულანტების თერაპიულ ანუ სამკურნალო დოზას, მას მაშინ იყენებენ, როცა კოაგულოპათიის განვითარების მაღალი რისკი იკვეთება ანუ როცა ვლინდება მიკროთრომბებით გამოწვეული ორგანოთა დისფუნქციის ნიშნები, ანდა მსხვილ სისხლძარღვთა თრომბოემბოლია დადასტურდება ან თუნდაც ეჭვი ჩნდება მასზე.

რისკის გამოსავლენად კეთდება შემდგეი კვლევები: ფიბრინოგენი, ფიბრინოგენის დაშლის პროდუქტები, თრომბოციტები, დ-დიმერი, თრომბოელასტოგრაფია, პროთრომბინის დრო. ზოგიერთ კლინიკაში ყველა პაციენტს უნიშნავენ ანტიკოაგულანტებს თერაპიული დოზით, თუ ამის უკუჩვენება არ არის.

სტატიის ბოლოს კი გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია არ არის იმისთვის, რომ პაციენტებმა თვითნებურად დაიწყონ აქ დასახელებული პრეპარატების გამოყენება, რადგან ამან შეიძლება ძალიან მიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მსგავსი გართულება უვითარდება პაციენტთა ძალიან მცირე პროცენტს და არა ყველას და შესაბამისად ყველასთვის არ არის საჭირო აღნიშნული მკურნალობის დანიშვნა, თუმცა რისკ-ჯგუფებში კოაგულაციური მონაცემების კონტროლი აუცილებელია.