აღმოჩენილია COVID-19-ის აუტოანტისხეულები, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

აღმოჩენილია COVID-19-ის აუტოანტისხეულები, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს

აღმოჩენილია COVID-19-ის აუტოანტისხეულები, რომლებიც ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს
კორონავირუსით დასნებოვნებულ მძიმე პაციენტებში აღმოაჩინეს იმუნური სისტემაზე შეტევის განმახორციელებელი
აუტოანტისხეულები. ამის შესახებ თჰე ჩონვერსატიონ-ში განაცხადა ემორის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერმა მეთიუ ვუდრაფმა (Matthew Woodruff).

სპეციალისტი დაეყრდნო კვლევას, რომლის თანახმადაც COVID-19-ით დასნებოვნებულ უფრო მეტად მძიმე პაციენტებში დაფიქსირდა აუტოანტისხეულების წარმოქმნა, რომელთაც გააჩნია ანტისხეულის ანტიგენებთან მოქმედების უნარი. ვუდრაფმა დააზუსტა, რომ ჩვეულებრივ მათი აღმოჩენა ხდება იმ პირებში, რომელთაც გარკვეული სახეობის დაავადებები გადაიტანეს, როგორიცაა მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან მგლურა. თუმცა აღმოჩნდა, რომ აუტოანტისხეულები, რომლებიც უტევენ ადამიანის ორგანიზმს, შეიძლება წარმოიქმნას კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებშიც.

Lოწანცე ჩენტერ-ის მკვლევარებმა გაანალიზეს
ინტენსიურ თერაპიაში მყოფი 52 პაციენტის სამედიცინო ისტორიები. კვლევის არც ერთ მონაწილოს არ აღენიშნებოდა რაიმე აუტოიმუნური დაავადება. COVID-19-ით დაავადებულთა ნახევარს აუტოიმუნურ ანტისხეულებზე ტესტი დადებითი აღმოაჩნდათ. მეცნიერები ჯერ ვერაფერს ამბობენ რამდენად მუდმივად ან რა დროის განმავლობაში რჩება ორგანიზმში აღნიშნული ტიპის ანტისხეულები.

მეცნიერების ანგარიშში ნათქვამია, რომ აუტოანტისხეულების მავნეობაზე
ცალსახა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმუნური სისტემის პასუხით (რომელიც კორელირებს ანტისხეულების გამომუშავებასთან) შეიძლება აიხსნას ზოგიერთ პაციენტებში მძიმე სიმპტომების განვითარება. აღმოცენებული აუტოანტისხეულების მკურნალობა თეორიულად შესაძლებელია აუტოიმუნური დაავადებების გამწვავებების სამკურნალო საშუალებებით.

როკფელერის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები დაკავშირებული იყო იმუნური სისტემის მუშაობასთან. კვლევის ფარგლებში სპეციალისტების მიერ შესწავლილი პაციენტების 10%-ში გამომუშავდებოდა იმუნური სისტემაზე შეტევის განმახორციელებელი აუტოანტისხეულები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თენგიზ ცერცვაძის პასუხი გიორგი კანდელაკისადმი:
მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმიდან
სპეციალისტების აზრით, საუბარი არაა იმაზე რომ ჩინეთსა და ევროპაში კორონავირუსის სხვადასხვა შტამი იყო გავრცელებული.
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად