რატომ მიმდინარეობს COVID-19 ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რატომ მიმდინარეობს COVID-19 ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ

რატომ მიმდინარეობს COVID-19 ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ
ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები. მეცნიერებმა დაადგინეს ამის მიზეზი. მათი განცხადებით, კორონავირუსის უსიმოპტომო მტარებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს არა ძლიერ იმუნიტეტთან, არამედ ინფექციის მიმართ ტოლერანტობასთან. საუბარია ორგანიზმის მდგომარეობაზე, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უცხო აგენტს აღიქვამს როგორც საკუთარს და არ ცდილობს მის განდევნას. ორგანიზმი არ ებრძვის დაავადებას, არ ხდება ანთებითი და დამცველობითი პროცესების ჩართვა, რითაც აიხსნება სიმპტომების არარსებობა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ორგანიზმი ცდილობს სწრაფად მოახდინოს პათოგენთან შეხვედრის შედეგების ნიველირება, ამისათვის ის ორ სტრატეგიას იყენებს:

1.სწრაფად და ეფექტიანად
იშორებს თავად პათოგენს, რათა ამ უკანასკნელმა არ მოახდინოს პათოლოგიური პროცესების განვითარება, ან

2.  ამცირებს ინფექციით გამოწვეულ დაზიანებებს ან ცვლილებებს. მეორე შემთხვევაში არის სწორედ საუბარი დაავადების მიმართ ტოლერანტობის ფორმირებაზე.

პეკინის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს პულმონოლიგიისა და რეანიმაციის კოლეჯში აღწერეს კორონავირუსისადმი ტოლერანტობის სამი შემთხვევა. პაციენტებს არ აღენიშნებოდათ სიმპტომები,
მაგრამ მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვირუსი იმყოფებოდა. აღნიშნული ფენომენი ასევე ცნობილია ტუბერკულოზის მიმართაც- ბევრ მტარებელს არ აღენიშნება გამოხატული სიმპტომები. 
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შემქმნელებმა, 26 ნოემბერს წინადადებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ წუთებშია გადაღებული, ფასდაკლების
COVID-19-ით დასნებოვნებისას, გარდა ტემპერატურისა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვისა,
ამერიკელი მეცნიერების ამჟამინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეზონური მწვავე რესპირატორული
დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად