დიაბეტი და კორონავირუსული ინფექცია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

დიაბეტი და კორონავირუსული ინფექცია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად?

დიაბეტი და კორონავირუსული ინფექცია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად?
მას შემდეგ, რაც საქართველოში იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა
და ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები აცხადებენ რისკ-ჯგუფების შესახებ, ჩვენს საიტზე შემოდის უამრავი კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით: არის თუ არა დიაბეტიანი ადამიანი რისკ-ჯგუფში და რა უნდა გააკეთოს, რომ რისკი თავიდან აიცილოს.

კითხვას პასუხობს "მკურნალის" რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

- მართლაც უამრავი ადამიანისთვის გვიწევს პასუხის გაცემა ამ თემაზე.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ინფორმაციების მოსმენა უდიდეს სტრესს იწვევს დიაბეტიან მსმენელში, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს ამ პათოლოგიური მდგომარეობის შემთხვევათა მკვეთრ მატებას.

ამა თუ
იმ ინფორმაციის მოსმენისას, არ შეიძლება, რომ ცალსახად სტატისტიკის დონეზე დავიყვანოთ ცალკეული ადამიანის ხვედრი - ინფორმაცია, რომ დიაბეტიანი პაციენტი მომატებული რისკის ჯგუფშია, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც დიაბეტი აქვს, მას კორონავირუსული ინფექცია აუცილებლად გაურთულდება და გამოსავალი მძიმე იქნება.

გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ მეორე ტიპის
დიაბეტის პაციენტები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე პირველის. ამან, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ დიდი მღელვარება გამოიწვია ამ ტიპის დიაბეტიანებში.

ჩვენ ვეცნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მედიკოსთა გამოცდილებას და ამ ყველაფრის საფუძველზე გეტყვით, როგორია მათი დასკვნები:

1. დიაბეტიანი პაციენტის (ორივე ტიპის) ინფიცირების რისკი ვირუსით ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა დანარჩენი პოპულაციისა.

2. თუ დიაბტი ტიპი2-ის მქონე პაციენტს აქვს დაავადების კომპენსირებული ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მოწესრიგებული აქვს სისხლში გლუკოზის დონე, რეგულარულად იღებს დიაბეტის სამკურნალო პრეპარატებს და აკონტროლებს სისხლში გლუკოზას, იცავს დიეტას, არ აქვს მკვეთრად გამოხატული მეორეული გართულებები, მაშინ მისთვის ინფიცირებისას გართულების განვითარების რისკი თითქმის ისეთივეა, როგორიც სხვა პოპულაციისა.

3. რაც შეეხება ტიპი1 დიაბეტის მქონე პაციენტებს, მათთან დაკავშირებით მართებულად ნათქვამი, რომ - ნაკლებად არიან რისკის ქვეშ - სწორედ იმას უკავშირდება, რომ ამ ტიპის მქონე პაციენტებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება ყოველთვის დროულად, ვიდრე რაიმე გართულებები განვითარდება, გარდა ამისა, ეს პაციენტები, მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულარულად აკონტროლებენ სისლხში შაქარს და დაავადების მიმდინარეობას.

4. მდგომარეობას ართულებს დეკომპენსირებული დიაბეტის (მიშვებული დაავადება, როცა შაქრის ციფრები არ კონტროლდება და ხშირად სცდება 180-იან ნიშნულს), სიმსუქნის (როცა მასის ინდექსი 40-ზე მეტია) და მკვეთრად გამოხატული არტერიული ჰიპერტენზიის კომბინაცია, ამიტომ ასეთმა პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

5. ასევე საყურადღებოა დიაბეტური ანგიოპათიით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივი გართულებები, რაც ასევე დეკომპენსირებულ დიაბეტს უკავშირდება და ასეთმა პაციენტებმაც უნდა იზრუნონ, რომ მოიწესრიგონ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და ისწავლოდ დაბეტის სწორი მართვა.

6. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პაციენტს ურთულდება ყოველთვის კორონავირუსი. რისკ-ჯგუფზე როცა ვსაუბრობთ, იგულისხმება ის, რომ თუკი დაავადების გართულება განვითარდა (ვირუსული პნევმონია, ციტოკინური შტორმი და ა.შ), ასეთ შემთხვევაში დეკომპენსირებული დიაბეტის მქონე პაციენტის ორგანიზმს უფრო ნაკლები რესურსი აქვს ბრძოლისა, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანისას.

ამ ყველაფრიდან დასკვნა კი ის არის, რომ თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ეცადეთ დროულად მოიწესრიგოთ გლუკოზა სისხლში, მიხედოთ დაავადებას ისე, როგორც ეს საჭიროა და თავიდან მოიშორეთ ფიქრი იმის შესახებ, რომ კორონავირუსი თქვენს სიცოცხლეს აუცილებლად საფრთხეს შეუქმნის. მსოფლიოში უკვე მილიონობით დიაბეტიანმა გადაიტანა კორონავირუსული ინფექცია. როცა ექიმები რაღაც საკითხზე გვაფრთხილებენ, გამოსავალი პანიკა და შიში კი არ არის, სწორი დასკვნა უნდა გავაკეთოთ და ვიმოქმედოთ ადეკვატურად.

სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებთ.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია კორონავირუსის ახალი ვაქცინის შესახებ.
ამერიკულ ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა საინტერესო კვლევის შედეგები
თამბაქოს კვამლისაგან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გამომშრალი და ფუნქციადაქვეითებულია,
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შემქმნელებმა, 26 ნოემბერს წინადადებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ წუთებშია გადაღებული, ფასდაკლების
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად