არის თუ არა მონოკლონური ანტისხეულები ეფექტური COVID-19-ის წინააღმდეგ - უახლესი მტკიცებულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა მონოკლონური ანტისხეულები ეფექტური COVID-19-ის წინააღმდეგ - უახლესი მტკიცებულებები

სინთეტური ვერსიები შესაძლოა მოგვევლინოს კორონავირუსით დაინფიცირებულთა სამკურნალო საშუალებად, განსაკუთრებით იმ პირებისათვის, ვინც ჯერ არ არის მძიმედ დაავადებული.

Regeneron Pharmaceuticals შეიმუშავა კოქტეილი ორი მონოკლონური ანტისხეულისაგან, რომლებიც ემაგრება (უერთდება) SARS-CoV-2 ცილის ზედაპირს და ხელს უშლის ორგანიზმის უჯრედთა დაინფიცირებას. ამის შესახებ კომპანიამ პირველი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება - წერს გამოცემა შციენცე.

კომპანიამ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 275 პაციენტის შესახებ ინფორმაცია. ეს პაციენტები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ის პირები, რომლებსაც აღმოაჩნდათ ანტისხეულები SARS-CoV-2 მიმართ, ხოლო მეორეში ისინი, ვისაც ეს ანტისხეულები არ გააჩნდა (ე.წ სერონეგატიური ჯგუფი).

მონოკლონურმა კოქტეილმა უმნიშვნელო ზეგავლენა იქონია იმ პირებზე, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ. მაშინ როცა, სერონეგატიურ პაციენტებს ის აშკარად დაეხმარა, საგრძნობლად შეამცირა ცხვირ-ხახაში ვირუსის პოპულაცია და სწრაფად გაანეიტრალა სიმპტომები.

SARS-CoV-2 -ის ყველაზე საგრძნობი პოპულაციური ვარდნა დაფიქსირდა იმ პაციენტებთან, რომლებსაც კვლევის დასაწყისში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დონე გამოუვლინდათ.

მონოკლონური ანტისხეულები SARS-CoV-2 მიმართ ყველაზე მძლავრი ანტისხეულების კლონებია, რომლებმაც ვირუსის განადგურება შეძლეს ლაბორატორიული კვლევებისას. მეცნიერებმა ამ ანტისხეულების გენები აუღეს როგორც COVID-19 გამოჯანმრთელებულებს, ასევე კორონავირუსით დაინფიცირებულ ვირთაგვებს.

ორი კვირის წინ ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly წარადგინა LY-CoV555-ანტისხეულების კვლევის შუალედური შედეგები (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან). გამოცდილი (ტესტირებული) დოზებიდან ერთ-ერთმა ორგანიზმზე ვირუსის დატვირთვის სწრაფი ვარდნა აჩვენა. რაც მეტად მნიშვნელოვანი შედეგია.