არის თუ არა მონოკლონური ანტისხეულები ეფექტური COVID-19-ის წინააღმდეგ - უახლესი მტკიცებულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

არის თუ არა მონოკლონური ანტისხეულები ეფექტური COVID-19-ის წინააღმდეგ - უახლესი მტკიცებულებები

არის თუ არა მონოკლონური ანტისხეულები ეფექტური COVID-19-ის წინააღმდეგ - უახლესი მტკიცებულებები
კომპანია Regeneron-მა განაცხადა, რომ მონოკლონური ანტისხეულები ანუ იმუნური სისტემის მიერ წარმოებული ცილების სინთეტური ვერსიები შესაძლოა მოგვევლინოს კორონავირუსით დაინფიცირებულთა სამკურნალო საშუალებად, განსაკუთრებით იმ პირებისათვის, ვინც ჯერ არ არის მძიმედ დაავადებული.

Regeneron Pharmaceuticals შეიმუშავა კოქტეილი ორი მონოკლონური ანტისხეულისაგან, რომლებიც ემაგრება (უერთდება) SARS-CoV-2 ცილის ზედაპირს და ხელს უშლის ორგანიზმის უჯრედთა დაინფიცირებას. ამის შესახებ კომპანიამ პირველი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება - წერს გამოცემა შციენცე.

კომპანიამ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა 275 პაციენტის შესახებ ინფორმაცია. ეს პაციენტები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში გაერთიანებულნი იყვნენ ის პირები,
რომლებსაც აღმოაჩნდათ ანტისხეულები SARS-CoV-2 მიმართ, ხოლო მეორეში ისინი, ვისაც ეს ანტისხეულები არ გააჩნდა (ე.წ სერონეგატიური ჯგუფი).

მონოკლონურმა კოქტეილმა უმნიშვნელო ზეგავლენა იქონია იმ პირებზე, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ. მაშინ როცა, სერონეგატიურ პაციენტებს ის აშკარად დაეხმარა, საგრძნობლად შეამცირა ცხვირ-ხახაში ვირუსის პოპულაცია და სწრაფად გაანეიტრალა სიმპტომები.

SARS-CoV-2 -ის ყველაზე საგრძნობი პოპულაციური ვარდნა დაფიქსირდა იმ პაციენტებთან, რომლებსაც კვლევის დასაწყისში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დონე გამოუვლინდათ.
მონოკლონური ანტისხეულები SARS-CoV-2 მიმართ ყველაზე მძლავრი ანტისხეულების კლონებია, რომლებმაც ვირუსის განადგურება შეძლეს ლაბორატორიული კვლევებისას. მეცნიერებმა ამ ანტისხეულების გენები აუღეს როგორც COVID-19 გამოჯანმრთელებულებს, ასევე კორონავირუსით დაინფიცირებულ ვირთაგვებს.

ორი კვირის წინ ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly წარადგინა LY-CoV555-ანტისხეულების კვლევის შუალედური შედეგები (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან). გამოცდილი (ტესტირებული) დოზებიდან ერთ-ერთმა ორგანიზმზე ვირუსის დატვირთვის სწრაფი ვარდნა აჩვენა. რაც მეტად მნიშვნელოვანი შედეგია.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა თენგიზ ცერცვაძის პასუხი გიორგი კანდელაკისადმი:
მსოფლიოში, სექტემბრის შემდეგ, პირველად გასულ კვირას, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვმა იკლო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმიდან
სპეციალისტების აზრით, საუბარი არაა იმაზე რომ ჩინეთსა და ევროპაში კორონავირუსის სხვადასხვა შტამი იყო გავრცელებული.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად