როგორ უნდა მოიქცეს თვითიზოლაციაში მყოფი პირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

როგორ უნდა მოიქცეს თვითიზოლაციაში მყოფი პირი

როგორ უნდა მოიქცეს თვითიზოლაციაში მყოფი პირი
გთავაზობთ ეპიდემიოლოგიის სამსახურის რეკომენდაციებს თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის.
ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის:


1. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით დადგენილი წესის მიხედვით პირის თვითიზოლაციაში მოხვედრისას დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

ა) იზოლაციაში ყოფნა დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი;

ბ) თვითიზოლაციის სივრცეში აკრძალულია ვიზიტორების და სტუმრების მიღება;

გ) დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.

დ) საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შეზღუდვა. 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე დიდ ხანს არაა დასაშვები.

ე)
იზოლაციის პერიოდში განცალკევებული ჭურჭელის (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცის, საწოლის ქონა;

ვ)სატელეფონო კავშირი და ინტერნეტით სარგებლობა არაა შეზღუდული.

ზ)თვითიზოლაციის პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები გ
ანახორციელებენ მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს უშუალო კონტაქტის გარეშე - ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას - თვითანგარიშგებით;

თ) ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნების შემთხვევაში, ინფექციური პროფილის სტაციონარისთვის დაუყოვნებლივ მიმართვა;

ი) არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, და სტაციონარში განთავსება ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;

კ) თამბაქოს, ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების გამოყენებისგან თავის შეკავება;

ლ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა - ჯანსაღად კვება, დასვენება, ფიზიკური აქტივობა და სოციალური კონტაქტის შენარჩუნება ძვირფას ადამიანებთან; სახლში და ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებთან კონტაქტი

2. თუ თვითიზოლაციაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი შედეგების მქონე ცნობა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
COVID-19-ით დასნებოვნებისას, გარდა ტემპერატურისა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვისა,
ამერიკელი მეცნიერების ამჟამინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეზონური მწვავე რესპირატორული
დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც,
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება.
შე­ზღუდ­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა, რომლის დაწესებასაც აპირებს ხელისუფლება და რომლის შესახებ ინფორმაციაც ს
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად