ბრიტანელმა მეცნიერებმა COVID-19–ის მძიმე ფორმების წინასწარ განმსაზღვრელი ტესტი შეიმუშავეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ბრიტანელმა მეცნიერებმა COVID-19–ის მძიმე ფორმების წინასწარ განმსაზღვრელი ტესტი შეიმუშავეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა COVID-19–ის მძიმე ფორმების წინასწარ განმსაზღვრელი ტესტი შეიმუშავეს
მეცნიერთა კიდევ ერთი შემოთავაზება ასეთია - შემოწმდეს და განისაზღვროს ორგანიზმის წინასწარგანწყობა "ციტოკინების შტორმისადმი!"
ბრიტანელმა სპეციალისტებმა გაარკვიეს - რა ახდენს გართულებათა განვითარებაზე გავლენას კორონავირუსული ინფექციის დროს. ჩატარებული კვლევის შედეგები დაეხმარებათ სპეციალისტებს იწინასწარმეტყველონ დაავადების მძიმე ფორმები და დროულად გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები პაციენტთა გადასარჩენად – აღნიშნულია ჟურნალში Respiratory Research.

ციტოკინები –სისხლში არსებული უჯრედული სასიგნალო მოლეკულებია, რომლებიც რთავენ რეაქციას იმუნური უჯრედების გააქტიურების დასახმარებლად. როგორც მკვლევარები ასაბუთებენ, კორონავირუსული ინფექციის დროს ციტოკინები მეტად უცნაურად იქცევიან _ გადამეტებულად აქტიურდებიან, ცდილობენ რა ორგანიზმში მოხვედრილ ინფექციასთან შებრძოლებას, შედეგად იწვევენ
ჰიპერანთებას, რომელიც აზიანებს და შლის უჯრედებსა და ქსოვილებს. Eამან შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები და დაავადებულის სიკვდილიც კი.

მეცნიერები საუტგემპტონის უნივერსიტეტიდან სთავაზობენ სპეციალისტებს შეამოწმონ ორგანიზმის წინასწარგანწყობა "ციტოკინების შტორმისადმი!" თუ ასეთ ტესტს ჩაუტარებენ პაციენტებს, გაირკვევა, აქვთ თუ არა მათ ციტოკინების მაღალი დონე სისხლში, შესაბამისი პაციენტები დროულად იქნებიან განთავსებულნი
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ლეტალობის რისკები.

მკვლევართა აზრით - მათი შრომა დიდ დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს ციტოკინებით გამოწვეული ჰიპერანთების მაბლოკირებელი მედიკამენტების შექმნაში. ეს კი მნიშვენლოვნად შეამცირებს კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-10-2020
ალექსი
ბარემ ისიც დაგეწერათ როგორ ჩაუტარონ პაციენტებს ციტოკინების შტორმის წინასწარგანწყობის ტესტი.
თარიღი : 22-10-2020
ნიკოლოზი
ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები გამოცადეთ კორონავირუსის დროს
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია კორონავირუსის ახალი ვაქცინის შესახებ.
ამერიკულ ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა საინტერესო კვლევის შედეგები
თამბაქოს კვამლისაგან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გამომშრალი და ფუნქციადაქვეითებულია,
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის "სპუტნიკ-V" შემქმნელებმა, 26 ნოემბერს წინადადებით
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც ამ წუთებშია გადაღებული, ფასდაკლების
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად