სავარაუდოა, რომ საწოლების ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი, ჩვენი კლინიკა სრულად გადადის კოვიდ -კლინიკის სტატუსში - რა მდგომარეობაა რესპუბლიკურ საავადმყოფოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სავარაუდოა, რომ საწოლების ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი, ჩვენი კლინიკა სრულად გადადის კოვიდ -კლინიკის სტატუსში - რა მდგომარეობაა რესპუბლიკურ საავადმყოფოში

მედიცინის და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ ) ასოცირებული პროფესორი გულიკო ქილიფთარი:

- ქალბატონო გულიკო, რა მდგომარეობაა ბოლო მონაცემებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში, Covid-19 -ით დაავადებული რამდენი პაციენტი მკურნალობს?

- რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 50 პაციენტი , ბოლო ერთი თვის მანძილზე რეანიმაციული საწოლები განთავსდა ალტერნატიულ სივრცეში, გათვლილი იყო რა მხოლოდ 6 -7 პაციენტზე. ე.წ. მეორე ტალღამ გამოავლინა პაციენტთა ჯგუფები, რომლებშიც ამ ვირუსის გარეშეც მძიმედ მიმდინარეობს ნებისმიერი ინფექცია და გამოსავალიც ხშირად არ არის კეთილსაიმედო. მაგალითად, პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, რომლებიც თირკმლის ჩანცვლებით თერაპიაზე იმყოფებიან, ამასთან აქვთ მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის ან შაქრიანი დიაბეტის, სეფსისის ანამნეზი. ზოგადად ჩვენს კლინიკაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება მათთვის დახმარების უზრუნველყოფა, ამიტომ კოვიდინფიცირების შემდეგაც აქ მოხდა მათი ჰოსპიტალიზაცია. არის ლეტალობის შემთხვევები სწორედ ამ ჯგუფში. პაციენტთა დიდი ნაწილი რეანიმაციიდან სტაბილური მდგომარეობით გაეწერა.

- ლეტალურ შემთხვევათა გამოცხადებისას თანმხლებ დაავადებებზე ხდება უმთავრესად ყურადღების გამახვილება, რამდენად საჭიროა ეს? უფრო მეტად ხომ არ აფრთხობს და შიშს უღრმავებს ქრონიკულად მოავადე კატეგორიას?

- თანმხლებ დაავადებებზე მინიშნება თავის მართლების მოტივით, ისიც სატელევიზიო გამოსვლებში, არ მიმაჩნია მართებულად. ხშირ შემთხვევებში ლეტალური შედეგი ისედაც გულისხმობს ამას. ასე მგონია, ყველა გარდაცვლილი ადამიანი საერთო დამარცხებაა, ისე როგორც - ყველა გადარჩენილი საერთო გამარჯვება.

- როგორ იმუშავებს კლინიკა არსებული ვითარებიდან გამომდინარე?

- სავარაუდოა, რომ საწოლების ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი. ჩვენი კლინიკა სრულად გადადის კოვიდ -კლინიკის სტატუსში და საწოლების რაოდენობაც გაიზრდება, განსაკუთრებით რეანიმაციის დეპარტამენტში .