კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში - როგორი იქნება ახალი პროტოკოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში - როგორი იქნება ახალი პროტოკოლი

კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში - როგორი იქნება ახალი პროტოკოლი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მუშავდება ახალი პროტოკოლი იმის შესახებ, კორონავირუსით ინფიცირებული რომელი პაციენტები მოთავსდებიან საავადმყოფოებში.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან და უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან ონლაინ ჩართვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვისაც ეკუთვნის, ყველა ის პაციენტი მოხვდება კლინიკაში, მაგრამ პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80% ექიმის მეთვალყურეობით შინ მკურნალობას გააგრძელებს.

"კორონაინფექცია, რომელიც წარმოადგენს დღევანდელ პრობლემას, გლობალური და აქედან გამომდინარე დინამიურია. ჩვენს ქვეყანას, სამინისტროსთან და კლინიკურ ჯგუფთან ერთად გვიჭირავს პულსი მკურნალობის ტაქტიკის შეცვლასთან და მიმდინარეობასთან ერთად. თუ რამე
ცვლილება ხდება, იმ წამსვე ისახება ჩვენს კლინიკურ ჯგუფში და ხორციელდება პროტოკოლში ჩასწორება", - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან ისაუბრეს საქართველოს დღევანდელ სიტუაციაზე, რამდენი კრიტიკული პაციენტია, რა მეთოდოლოგიით იმართებიან და რა გამოსავლით სრულდება ესა თუ ის შემთხვევა.

"მათთან ერთად სამომავლოდ - ორშაბათს ან სამშაბათს
გვექნება ახალი პროტოკოლი, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, იმიტომ, რომ ეს არც ჩვენთან მოხდება ამ ეტაპზე, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს კორონავირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური არც პათონოგეზური სამკურნალო საშუალებები. გვაქვს მხოლოდ სიმპტომური თერაპია. ვიმედოვნებ, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა ერთად გადავრჩებით",- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანი განმარტავს, პაციენტების რა კატეგორიის ჰოსპიტალიზაცია მოხდება.

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ არანაირი კლინიკური ნიშანი გამოვლენილი. ასეთი პაციენტები ამ ეტაპზე, ვინაიდან ჭარბი რაოდენობაა ინფიცირებულების, კლინიკაში ვერ მოხვდებიან, ისინი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. დანარჩენი 20%, რომლებიც არიან საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი",- განაცხადა რატიანმა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
გთავაზობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს რისკ-ჯგუფებთან დაკავშირებით. ზოგადად
საიტზე გვწერენ მომხმარებლები და გვეკითხებიან, მაინც რომელია კორონავირუსული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ნიშნები.
თუ 112 შეფერხებით მუშაობს და დაკავშირებას ვერ ახერხებთ, ალტერნატიულ ნომრებზე უნდა დარეკოთ:
გთავაზობთ ეპიდემიოლოგიის სამსახურის რეკომენდაციებს თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის.
ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ქართველი მეგობრების დასახმარებლად კორონავირუსულ
მეცნიერთა კიდევ ერთი შემოთავაზება ასეთია - შემოწმდეს და განისაზღვროს ორგანიზმის წინასწარგანწყობა "ციტოკინების შტორმისადმი!"
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად