შიდსზეც ამბობდნენ, ვაქცინა 2 წელიწადში გვექნებაო - 20 წელი გავიდა და შიდსის ვაქცინა არ გვაქვს, ასევე არ გვექნება ახალი ვირუსის ვაქცინაც - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

შიდსზეც ამბობდნენ, ვაქცინა 2 წელიწადში გვექნებაო - 20 წელი გავიდა და შიდსის ვაქცინა არ გვაქვს, ასევე არ გვექნება ახალი ვირუსის ვაქცინაც

94 %-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე და 2-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება.

"ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა მოველოდოთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს გვექნება. ვაქცინა არ გვექნება მალე!
მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ - არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს. მაგალითად ხშირად მომყავს ბატონი ფაუჩიც (აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი), რომელმაც შიდსი
როცა გაჩნდა თქვა, რომ 2 წელიწადში შიდსის ვაქცინა გვექნებოდა, გავიდა 20 წელიწადი და შიდსის ვაქცინა გვაქვს? - ესაა კითხვაზე პასუხი. შესაბამისად, მეცნიერებასთან ასე თამაში და მოდი ახლა ჯოგური იმუნიტეტი გავაკეთოთ და ვაქცინა ორ წელიწადში გვექნება, არასწორია!" - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. რაც შეეხება მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებს, უკვე 39 მილიონს გადააჭარბა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
კრონავირუსული ინფექციის სხვადასხვაგვარი შემთხვევა გვხვდება - დაწყებული უსიმპტომოდან,
კორონავირუსით დასნებოვნებულ მძიმე პაციენტებში აღმოაჩინეს იმუნური სისტემაზე შეტევის განმახორციელებელი
ვარ სახლში, დამიდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ვარ უსიმპტომო, შეიძლება თუ არა, რომ უცბად განმივითარდეს გართულება?
ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად