მინისტრის განცხადებით, საქართველოში 10000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული საავადმყოფოებში კოვიდ-ინფიცირებულებისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მინისტრის განცხადებით, საქართველოში 10000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული საავადმყოფოებში კოვიდ-ინფიცირებულებისათვის

კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადის, 500 პაციენტი ტრიაჟის სივრცეში ელოდება დადასტურებას, არის კოვიდ-ინფიცირებული თუ სხვა ჩივილი გააჩნია.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინზე განაცხადა, ამ ეტაპისათვის, კოვიდ-სასტუმროში 1 090 პაციენტია და დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მხოლოდ საავადმყოფოებში მობილიზებულია 4000-მდე საწოლი.

"კოვიდ სასტუმროებში მობილიზებულია 3 900-მდე საწოლ-ფონდი, რაც ასევე დაფარულია ექიმების ბრიგადებით. შესაბამისად, იქ მოთავსებული პაციენტები ყველა საჭირო დახმარებას იღებენ და გადიან მონიტორინგს, რაც მათ ესაჭიროებათ. დღის ბოლოს დამატებით კიდევ ოთხი კლინიკა ჩაერთვება, რის შედეგადაც მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი გვექნება. ეს არის მუდმივად ცვლადი რიცხვი, ვინაიდან ხდება როგორც პაციენტების მიღება, ასევე მათი გამოჯანმრთელება. იმ შემთხვევაში, თუკი მობილიზებული საწოლების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რის იდენტიფიცირებასაც 48 საათით ადრე ვახდენთ, გვაქვს კლინიკების ნუსხა, რომლებიც შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფენ პაციენტებს საწოლებითა და პერსონალით", - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდთან ერთად საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრიც.

"ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი. ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა რაოდენობაც არა ხარისხობრივ, არამედ მათი ლიცენზიების კუთხით შეზღუდულია. ჩვენ გვესაჭიროება არამარტო საწოლ ფონდი, არამედ უნდა გავითვალისწინოთ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს თავისი ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა. მნიშვნელოვანია რომ ერთდროულად საავადმყოფოში და სასტუმროებში გვყავდეს ზომიერად გაზრდილი პაციენტების რიცხვი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ლოდინი შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის.

"ლოდინის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ დაელოდოს ბრიგადას, იმისთვის რომ გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე საავადმყოფო, თუნდაც სასტუმრო ვერ მიიღებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ უზრუნველყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში", - განაცხდა ტიკარაძემ.