ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღაა - ევროპელი ლიდერები ზომებს ამკაცრებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღაა - ევროპელი ლიდერები ზომებს ამკაცრებენ

ევროპა ისევ იქცა "ცხელ წერტილად" - უკანასკნელ დღეებში ბევრ ქვეყანაში, ესპანეთიდან მოყოლებული უკრაინამდე, აღინიშნება ავადობის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა. ხელისუფლებები ყველა ღონეს ხმარობენ შეიმუშაონ ისეთი შეზღუდვები, რომელიც შეაჩერებს ინფექციის გავრცელებას, ეკონომიკისთვის ზარალის მიყენებისა და საზოგადოებრივი არეულობის გარეშე.

წინასწარი ინფორმაციით იტალიაში ღამის კლუბების, ბარებისა და რესტორნების მუშაობის სერიოზული შეზღუდვები იგეგმება. მათ უნდა შეწყვიტონ მუშაობა 12 საათამდე. ასევე შეიძლება აიკრძალოს მასობრივი საზოგადოებრივი თავშეყრა და სპორტული მატჩები. კომპანიებს თანამშრომლები გადაჰყავთ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

ევროპაში ერთერთი ყველაზე მძიმე სიტუაციაა ჩეხეთში, სადაც მთავრობა გეგმავს დისტანცირების უფრო მკაცრ ზომებს, რესტორნების გრაფიკის ცვლილებას და ალკოჰოლის გაყიდვის ნაწილობრივ აკრძალვას.

დაავადების ზრდა ფიქსირდება გერმანიაში. გერმანიის კანცლერმა მინსიტრთა კაბინეტთან ერთად განიხილა ახალი წესები. მათ შორის  ხანდაზმულთა სახლებში რეგულარული ტესტირება და ტურისტების იზოლაცია.

საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში იკეტება ბარები, კაზინოები,  გამოფენები. კინოთეატრებმა, რესტორნებმა და მუზეუმებმა უნდა დაიცვან მკაცრი სანიტარული წესები.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებას.