რა უჩვეულო გართულებებზე ყვებიან COVID-19 გადატანილი პაციენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უჩვეულო გართულებებზე ყვებიან COVID-19 გადატანილი პაციენტები

"მე არ შემიძლია დღეში 1-2 საათზე მეტ ხანს მუშაობა და უბრალოდ საყიდლებზე გასვლაც კი პრობლემად შეიძლება მექცეს"- განაცხადა მან.

ქალბატონმა ასევე აღნიშნა, რომ უძნელდება მეტყველება, საკვების მომზადება და ელექტრონული წერილების შედგენა.

ნიუ-ჯერსის მაცხოვრებელმა ასევე აღნიშნა მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეები, რის გამოც გაუძნელდა ახალი სამსახურის დაწყება.

ამერიკის  კლინკური ნეიროფსიქოლოგიის აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა უილფრედ ვან გორპმა განაცხადა, რომ "თავში ბურუსი" მართლაც აღენიშნებათ კორონავირუსით დასნებოვნებულებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა შაკიკი, ხმაურის აუტანლობა და ემოციების კონტროლის დაქვეითება. ექიმის განცხადებით, მათი ჩივილები ძალიან ჰგავს ტვინის შერყევის შემდგომ ჩივილებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ნევროლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი მაიკ ზანდის მიაჩნია, რომ მსგავსი გართულებები შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით ან ტვინში ჟანგბადის ნაკლებობით.

ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ გამოვლინებების მიზეზების დასადგენად საჭიროა დამატებითი კვლევები. ჯერჯერობით რთულია იმის განსაზღვრა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გართულებების გამოვლენა. თუმცა მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელდა და აგრძელებენ სრულფასოვან ფუნქციონირებას.