დიაგნოსტიკისა და ჰოსპიტალურ სექტორს COVID-19-თან საბრძოლველად მომზადების კუთხით სერიოზული ჩავარდნები გვაქვს - სერგო ჩიხლაძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაგნოსტიკისა და ჰოსპიტალურ სექტორს COVID-19-თან საბრძოლველად მომზადების კუთხით სერიოზული ჩავარდნები გვაქვს - სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვას სთავაზობენ, თუმცა საინტერესოა, ვის დაპირებებს უფრო სანდოდ და დამაჯერებლად მიიჩნევს ამომრჩეველი.

ჯანდაცვის პროგრამა წარმოადგინა გიორგი ვაშაძემ და "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდმა, რომელიც სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მედიკამენტებზე ფასების შემცირებასაც მოიცავს. საინტერესოა, რა მექანიზმებით აპირებს პარტია აღნიშნული პროგრამის განხორციელებას და როგორია მათი შეხედულებები COVID-19-თან ბრძოლის მექანიზმების შესახებ, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრსა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტ სერგო ჩიხლაძეს ვესაუბრეთ:

COVID-19-ის გავრცელების ბოლოდროინდელი მონაცემები რომ შევაჯამოთ. ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ აღნიშნავენ, რომ მწვანე ზონა ვართ...

მწვანე ზონა უკვე დიდი ხანია აღარ ვართ, აღნიშნული სტატუსი 3 კვირის წინ დავკარგეთ და ეს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტებშიცაა აღნიშნული. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში მათ ჰქონდათ აღნიშნული რა იყო მწვანე ზონა, ყვითელი წონა, წითელ ზონაში როდის შევიდოდით. დოკუმენტების მიხედვით, ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ჩვენ უკვე მწვანე ზონა აღარ ვიყავით და ახლა განსაკუთრებით ვეღარ ვიქნებით, როდესაც ყოველდღიურად 500-600 შემთხვევა გვაქვს. აქ მთავარ აქცენტს მაინც დავსვამდი იმაზე, რამდენად მზადყოფნაშია სისტემა და რა გააკეთა ხელისუფლებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ გაზრილ შემთხვევებს მომზადებულები დავხვედროდით.

სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, დიაგნოსტიკისა და ჰოსპიტალურ სექტორს მომზადების კუთხით სერიოზული ჩავარდნები გვაქვს.

ორივე მიმართულებით სერიოზული ჩავარდნები გვაქვს. სწორედ ამ ორი მიმართულებით შეიძლება ინფექციის კონტროლი, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა ანუ გამოვლენა და ტესტირება. ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია, რადგან ვხედავთ, რომ ზოგჯერ ტარდება 4 000 ტესტი, მეორე დღეს 9 000 ტესტი, შემდეგ 7 000... ანუ არათანმიმდევრულობას აქვს ადგილი. 100 და 200 შემთხვევის პირობებში ტარდებოდა უფრო მეტი ტესტირება, ვიდრე ტარდება 500 შემთხვევის პირობებში. პასუხებიც ხშირ შემთხვევაში იგვიანებს და 3,4,5 დღის შემდეგ ეძლევათ პაციენტებს. ასევე, ხშირ შემთხვევაში არასწორ პასუხებს აძლევენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ტესტირების მექანიზმი გაუმართავია. რაც მთავარია, ტესტირების სისტემა არ არის ტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი და თითოეული ლაბორატორია, რომელიც ასობით ტესტს აკეთებს, ქაღალდის ფურცლებით ხელმძღვანელობს და ისე აწვდის ადამიანებს პასუხებს.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ოქტომბრის დასაწყისში დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აჭარაში ექიმებს გადამზადების საპილოტე პროექტი დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში უნდა ვიწყებდეთ საპილოტე პროექტს? საპილოტე პროექტი ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, თანაც მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, ოქტომბრის დასაწყისში მთავრობისგან ვიგებთ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 48 მილიონიანი საწოლფონდის შესყიდვას აპირებს გადაუდებელი აუცილებლობისთვის, რაც ერთი მხრივ, კორუფციულ რისკებს შეიცავს, მეორე - აშკარაა, რომ ესეც ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა მოგვარებულიყო და არა ოქტომბერში, როცა ყოველდღიურად 500-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს. ბევრი სხვა პრობლემაც გვაქვს, მათ შორის, ექთნებთან და ტესტების მარაგებთან ზოგადად, მართვის პროცესებთან დაკავშირებით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა, არ მოემზადა სათანადოდ და მთელი ეს თვეები გაატარა თვითტკბობასა და კეკლუცობაში.

თქვენ პერიოდულად აკრიტიკებთ COVID-19-თან ბრძოლის მექანიზმებს. ეჭვი ხომ არ შეგაქვთ ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძის კომპეტენციაში?

არავის კომპეტენციაში ეჭვი არ შეგვაქვს, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი გვყავს და ამაზე პოლიტიკაში შესვლამდეც მე ჩემს საჯარო გამოსვლებში, მედიასთან ვსაუბრობდი. ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც აღვნიშნავ, რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები გვყავს, რომ მათ დაფასება უნდათ, კარგი სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება სჭირდებათ. აქ არაფერ შუაში არ არის არც ამირან გამყრელიძე, არც პაატა იმნაძე და არც თენგიზ ცერცვაძე. ასი ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე რომ გვყავდეს, თუ სისტემა გაუმართავია, მათი შრომა ხშირ შემთხვევაში, დაიკარგება, ამიტომ მე როდესაც ვაკრიტიკებ კონკრეტულ მიმართულებებს, ვაკრიტიკებ ჯანდაცვის პოლიტიკას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორად ვითარდება და არა კონკრეტულ ადამიანებსა და ექიმებს. ცუდი პოლიტიკის, ცუდი სისტემის პირობებშიც ძალიან კარგი ექიმებიც და პროფესიონალებიც ჩაკარგულები არიან და ვერ ავლენენ თავიანთ სრულ პოტენციალს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი დაპირება მედიკამენტების ფასების 30%-ით შემცირებაა. როგორ ფიქრობთ, თუ ფასების შემცირება შესაძლებელია, რატომ გაუშვებდა "ქართული ოცნება" ამ შანსს ხელიდან და რატომ არ ჩაიწერდა ქულებს?

ძალიან მნიშვნელოვანია 2 კომპონენტი: წამლის ფასი და ხარისხი. აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: შეიძლება, წამლის ფასი დაარეგულირო, მაგრამ ბაზარზე მაინც შემოდიოდეს უხარისხო პროდუქცია. ამაზე ჩვენ კონკრეტული ინიციატივები გვაქვს გაწერილი ჯერ კიდევ 2019 წლიდან. წამლის ხარისხთან დაკავშირებით არსებობს წარმატებული გამოცდილება მსოფლიოში, რომელიც ჩვენც შეგვიძლია დავნერგოთ. ეს არის წამლის რეგისტრაციის ელექტრონული თანამედროვე მეთოდები, ალგორითმები.

ეს არის ელექტრონული სისტემა, რომელიც ავტომატურად ბლოკავს ბაზარზე უხარისხო წამლის შემოსვლას.

დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც რაღაც აპლიკაციას ვავსებთ, ვერ გადავალთ შემდეგ გერდზე, თუ წინა სრულად არ შევავსეთ. დაახლოებით ასეთი სისტემა სახელმწიფო არსებობს, რომელიც ითხოვს, ყველა ის მონაცემი ატვირთო, რომელიც მედიკამენტის ხარისხის დადასტურებას ითხოვს.

mkurnali.ge

დღეს შემოწმების ასეთი ერთიანი მექანიზმი არ არსებობს, ამიტომ ხშირად ბაზარზე გროვდება ისეთი წამლები, რომელთა ბიოექვივალენტობაზე და მათ კლინიკაში გამოცდაზე ან კლინიკურ კვლევებზე ბევრი არაფერი ვიცით.

გარდა ამისა, შემოსვლის შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ და ამისი საპილოტე მოდელიც გვაქვს, ეს არის წამლის მიკვლევადობის სისტემა ანუ ყველა წამალი შემოსული ამ მექანიზმით შესაძლებელია გაკონტროლდეს, თუნდაც საქართველოში იყოს წარმოებული. მნიშვნელოვანია, იცოდე, მედიკამენტმა წარმოიების შემდეგ რა გზა გაიარა, სად მოხვდა. გარდა იმისა, რომ წამალი ხარისხიანი უნდა შემოვიდეს, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და რა პირობებში ინახება. პირველი ფილტრი არის შემოსვლა ან წარმოებისას ბაზარზე დაშვება და მეორე ფილტრია, რა გზა გაიარა წამალმა. ამით აღმოვფხვრით შავ ბაზარს, ხარისხს და გამართულად ავაწყობთ მთელ სისტემას, რომელიც ინტეგრირდება ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემასთან, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს ჭარბი რაოდენობის წამლების დანიშვნის პრევენციაც იქნება.

ფასები: ჩვენთან ფასი არის სრულიად დაურეგულირებელი, ამიტომაც არის, რომ ცალკეულ წამლებზე ფასნამატი არა 50 და 100%, არამედ 300,400 და 500%-იანი ფასნამატითაა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფასნამატთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციებია. არის ფასნამატის მიხედვით რეგულაცია, რომელიც კონკრეტულ მარჟზე მეტი ფასის დადების საშუალებას არ გაძლევს, არის რეფერენს ფასი, რაც გულისხმობს ევროპის ყველა ქვეყანაში მედიკამენტის ერთ ფასად გაყიდვას. ასევე, მნიშნველოვანია ფასწარმოქმნის გამჭვირვალობა. ევროპის 27-ვე ქვეყანაში მსგავსი რეგულაციები მოქმედებს და მათი ჩვენთან დანერგვის შემთხვევაში, პირველივე წელს მინიმუმ 30%-ით შემცირდება ფასები. ზოგიერთ მედიკამენტზე

სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ უნდა მოხდეს სამედიცინო სექტორის დემონოპოლიზაცია. გაქვთ თუ არა რეალური მტკიცებულებები, რომ აღნიშნული სექტორი მონოპოლიზებულია? მიმართეთ თუ არა ამის გამოსაძიებლად კონკურენციის სააგენტოს?

თუ შევხედავთ ბაზარს, ის გადანაწილებულია სამ დიდ მონოპოლიას შორის. ეს არის ოლიგოპოლიური ბაზარი, სადაც შეზღუდულია კონკურენცია და ასევე, ვერტიკალური მონოპოლიები მკვეთრად არის ჩამოყალიბებული, რაც არცერთი ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება. ვერტიკალური მონოპოლია ნიშნავს იმას, როცა ერთი კომპანიის მფლობელობის ქვეშ არის ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სამედიცინო დაწესებულებები, როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, ისე ჰოსპიტალები, სამედიცინო დაზღვევა.

ეს მონოპოლიური სქემა ამცირებს კონკურენციას ბაზარზე, კაბალურ პირობებში აყენებს სახელმწიფოს და ასევე, ზრდის დანახარჯებს როგორც სახელმწიფო პროგრამებში, ასევე, თითოეული პაციენტის პირადი ბიუჯეტიდან გაღებული დანახარჯები მნიშშვნელოვნად იზრდება. ასეთი მონოპოლისტური და ვერტიკალური მონოპოლიების პირობებში. არცერთ ევროპულ ქვეყანაში, არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არათუ ის, რომ საავადმყოფო, დაზღვევა, ფარმაცევტული წარმოება, აფთიაქი ერთი კომპანიის ხელში იყოს, ფარმაცევტული წარმოება და სააფთიაქო ბიზნესიც კი გაყოფილია ერთმანეთისგან და ერთს არ აქვს უფლება, რომ მეორე ბიზნეს საქმიანობაში ჩაერთოს, იქნება ეს "როშე", "ბაიერი", "სანოფი", თუ ნებისმიერი სხვა ევროპული კომპანია.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, მას არაერთხელ მიმართა არასამთავრობო სექტორმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, რომ სამედიცინო ბაზრის მოკვლევა ჩაატაროს, რაზეც ის წლებია რეაგირებას არ ახდენს. ბოლოს მან რეაგირება მოახდინა 2018 წელს, როცა დაიწყო ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა. ახლა უკვე 2020 წლის ბოლოა, გავიდა 2 წელი და არანაირი დასკვნა არ გვინახავს. კონკურენციის სააგენტო არის ფიქტიური წარმონაქმნი, რომელიც თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს.

R