როგორ მოქმედებს პრეპარატი, რომელმაც ტრამპი გამოაჯანმრთელა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს პრეპარატი, რომელმაც ტრამპი გამოაჯანმრთელა

დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის ღეგენერონ-ის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებისთვის უფასო გახდება.

"მათ რეგენერონით მკურნალობა დამიწყეს. დაუჯერებელი იყო, მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში კი თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს ქმედება ჩინეთს ძვირი დაუჯდება.

"ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულმა პრეზიდენტმა "უოლტერ რიდის" სამხედრო ჰოსპიტალი ორი დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

რა პრეპარატია რეგენერონი

მეცნიერებს აქვთ პირველადი მტკიცებულებები, რომ ჭარბი რაოდენობით IL-6 (ინტერლეიკინი) მკვეთრად უარყოფით როლს ასრულებს კორონავირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული გართულებების განვითარებაში.

რეგენერონი  არის ადამიანის მონოკლონური, ანუ ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებული ანტისხეულები, რომელთაც ანტიგენის მიმართ მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებს. მონოკლონური ანტისხეულები ურთიერთქმედებენ IL-6-სთან ორი მიმართულებით: პირველი - აფერხებენ IL-6-ის შეერთებას რეცეპტორებთან, რომლებიც უკვე უჯრედებშია, და მეორე - ბლოკავენ სისხლში მოცირკულირე რეცეპტორებს.

ეს არის საინექციო ხსნარი, რომლის ერთჯერადი დოზაც შეყავთ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტისთვის.

ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია, რომ მას შეუძლია ვირუსის დამარცხება.

ეს პრეპარატი ამერიკელმა მეცნიერებმა გერმანელებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნეს, სავარაუდოდ, პრეპარატს არა მხოლოდ სამკურნალოდ გამოიყენებენ, არამედ პროფილაქტიკისთვისაც - დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანებისათვის.