რით განსხვავდება პანდემიის მეორე ტალღა პირველისგან - ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გარდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

რით განსხვავდება პანდემიის მეორე ტალღა პირველისგან - ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გარდა

რით განსხვავდება პანდემიის მეორე ტალღა პირველისგან - ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გარდა
გარდა ინფიცირებულთა რაოდენობის მატებისა, რითია განსხვავებული ე.წ. კორონავირუსის მეორე ტალღა პირველისგან?
- ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე "მკურნალი.გე" -ს კითხვებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი უპასუხებს.

- ალბათ ტალღების ასე გამოყოფა არასწორი იქნება. წყვეტა არ გვქონია ჩვენ, ყოველდღიურად ფიქსირდებოდა ახალ-ახალი შემთხვევები, მხოლოდ ერთადერთი დღე იყო, როდესაც არ დაფიქსირდა ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა. შესაბამისად, მზარდი იყო ეს ტენდენცია და ახლა უკვე ვხედავთ როგორი სიტუაციაც არის, ფიქსირდდება ინფიცირებულთა სამნიშნა რიცხვები.

განსხვავება ამ პერიოდებს შორის ის არის, რომ შედარებით მომზადებულია, გამოცდილებამიღებულია სამედიცინო საზოგადოება, ბევრად
მეტი იცის ამ ვირუსის გავრცელების შესახებ, მისი სიმპტომების შესახებ და ა.შ აქედან გამომდინარე, შედარებით უფრო მზად არის. დაავადების სიმძიმის მხრივაც ვხედავთ, რომ უფრო მეტი და მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად მსოფლიოში, ხოლო გარდაცვალების რაოდენობა დაახლოებით 5-6 ათასია ყოველ დღე. მსოფლიოში სიკვდილობის პროცენტი 7 დან 3,1 %-მდეა
შეკითხვა ექიმს
დაწეული და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ გააგრძელებს ქვევით სვლას, დაახლოებით 1,5-დან-2%-მდე.

- თავიდან ავადმყოფებს ჰაერი არ ყოფნიდან, საავადმყოფოებს - აპარატები. ასეთი ფაქტები ახლა არამხოლოდ ქართულ სინამდვილეში, არამედ საერთოდ (მსოფლიოც ხომ აშუქებს ყოველდღირუად კოვიდ ამბებს) აღარ გვინახავს. არ ვიცი, ეს მანამდე იმიტომ ხდებოდა რომ ხალხი დაეშინებინათ, თუ დღეს ისეთი მძიმე მიმდინარეობა აღარ აქვს ამ დაავადებას?...

- ბუნებრივია, ქვეყნები მოემზადებოდნენ პირველი ტალღის შემდეგ, გათვლიდნენ, რომ შემდეგ სეზონზე ისევ გამოვლინდებოდა კორონავირუსი, ამიტომ უფრო მობილიზებული იქნებიან აპარატების მხრივ. შემცირდა ლეტალობა, დაავადების სიმძიმე ასე თუ ისე შემცირებულია, ასევე ისიც ცხადი გახდა, რომ თავიდან ყველა მძიმე პარიცენტს არ სჭირდებოდა დაინტუბირება, ანუ აპარატული სუნთქვა. თუმცა ეს არ იცოდა ყველა ექიმმა, სანამ გამოცდილებამ არ აჩვენა. ამიტომ ხდებოდა პაციენტების აპარატზე გადაყვანა, რაც არ იყო საჭირო.

ამის გამო, განსაკუთრებით, კანადაში და იტალიაში აინტუბირებდნენ უმეტეს მძიმე პაციენტს საჭიროების და აუცილებლობის მიუხედავად, შესაბამისად ხდებოდა ზედმეტი ხარჯვა, ყველა აპარატი იყო დაკავებული. ახლა გამოცდილება აქვთ, ცოდნა აქვთ და ვისთვისაც აუცილებელია მხოლოდ იმის გადაყვანა ხდება მართვით სუნთქვაზე. განსხვავება სჭირდებათ, სუნთქვის უკმარისობისას ზოგს სჭირდება დაინტუბირება, ზოგს -არა. მაგალითად, რიგ შემთხვევებში ჟანგბადის მაღალი ნაკადით მიწოდებამ შესაძლოა აპარატი ჩაანაცვლოს და არასაჭირო ინტუბაციას მოვარიდოთ პაციენტი.

- თავიდან ვიცოდით რომ ეს ინფექცია ფილტვებს აზიანებს, მერე ითქვა ზოგადად მთელ ორგანიზმს ანგრევსო. მაინც რა მიმდინარეობა აქვს?

- მთავარი მაინც ფილტვებია, ვინაიდან ორგანიზმში შეჭრის კარიბჭე არის სასუნთქი გზები და პირველი დაზიანება მაინც მოდის ფილტვებზე. ყველაზე ხშირად, ფილტვების შემდეგ ზიანდება სისხლძარღვები. ამის შემდეგ კუაგულაციის სისტემა. ანუ სისხლის შედედების სისტემა ზიანდება და ამას უნდა მიექცეს ყურადღება რომ თრომბოემბოლია არ განვითარდეს, რაც ამ დაავადების საკმაოდ ხშირი გართულებაა.

- ხშირად სახსრების ტკივილსაც უჩივიან.

- კი, მოხშირდა. არც ისე მცირე რაოდენობას აქვს ასეთი ჩივილები, თუმცა მძიმედ არ არის გამოხატული. ანუ ჯერ-ჯერობით, ისეთი სახსრების ტკივილები, რომელიც ან დიდხანს გაჰყვებოდა, ან გამოიწვევდა სხვა რამე გართულებას ან რაღაც მსგავსს, ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა.

- ხელმეორედ ინფიცირება რომ შესაძლებელია, ეს უკვე ითქვა, მაგრამ რამდენ ხანში არსებობს მეორედ ინფიცირების ალბათობა, ცნობილია?

- ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევა, ანალიზით დადასტურებული, პირველად აგვისტოში გამოვლინდა, ჰონგ-კონგში. პირი ხელმეორედ პირველი ინფიცირეიდან 3 თვის შემდეგ დაინფიცირდა. შეადარეს და განსხვავება ნახეს რომ ეს ადამიანი სხვადასხვა შტამის ვირუსით იყო ინფიცირებული. რეინფიცირების შემთხვევები მერე ამერიკაშიც დაფიქსირდა, მერე სხვაგანაც...

- თავიდან ითქვა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში რჩება ანტისხეულები, რომელიც შემდგომი ინფიცირების რისკისგან გვიცავსო...

- განკურნების შემდეგ ანტისხეულებს ტოვებს, მაგრამ როგორც ლიტერატურაში ვკითხულობთ გამოჯანმრთელებიდან 3-4 თვის შემდეგ ორგანიზმში დატოვილი ანტისხეულების რაოდენობა, რომელიც დაიცავდა, მნიშვნელოვნად მცირდებოდა. თუმცა იმუნიტეტი არ არის აუცილებლად დამოკიდებული ანტისხეულებზე, შესაძლოა, ასევე უჯრედული იმუნიტეტიც იყოს ორგანიზმის ვირუსისგან დაცვაში ჩართული. ახლა ბევრი კვლევა ტარდება ამ თემაზე. შესაბამისად, თუ ვისმჯელებთ მარტო ორგანიზმში დატოვილი ანტისხეულებით, დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ იზრდება რისკი რომ ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს.

- პროცენტულად თუ არის დათვლილი კორონავირუსი უფრო მეტი რაოდენით მამაკაცებს ეყრებათ თუ ქალებს?

- ქართულ შემთხვევაში დაახლოებით ერთი და იგივეა. 49% მამაკაცი და 51% ქალი. მსოფლიოშიც მსგავსი სტატისტიკაა.

- მედიკამენტოზურ ჩარევასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლეები?

- თავიდან, მთელ მსოფლიოში ხდებოდა ანტიბიოტიკების ზედმეტი გამოყენება, არამიზნობრივი, რაც შემცირებულია ახლა. ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ მაშინ. თუ არის ბაქტერიულ ინფექციაზე საფუძვლიანი ეჭვი. როცა მხოლოდ ვირუსული ინფექციაა ყოვლეთვის ვცდილობთ რომ თავი შევიკავოთ ანტიბიოტიკის დანიშვნისგან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი პრეპარატებიც იქმნება. მაგალითად ჩვენ ვაპირებთ, რომ მონოკლონური ანტისხეულების კვლევაში ჩავერთოთ. ეს ანტისხეულები მიმართულია ვირუსის წინააღმდეგ. როდესაც ის ადამიანს გადაესხმება, მისი იმუნური სისტემა უკვე მიზანმიმართულად ებრძვის კოვიდ 19-ის გამომწვევ ვირუსს- SARS-CoV-2-ს.

-როდესაც მკურნალობთ კოვიდ ინფექციაზე, რამდენ გრადუსი უნდა ჰქონდეს ავადმტოფს ტემპერატურად, რომ მიეცეს დამწევი?

- ეს არ არის განხვავებული სხვა დაავადებებისგან. 38 გრადუსი თუ აქვს პაციენტს, ვცდილობთ, მაგ შემთხვევაში მივცეთ სიცხის დამწევი და თუ უფრო ნაკლები ტემპერატურა აქვს, მაგრამ შემაწუხებელია პაციენტისთვის, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია მას მიეცეს სიცხის დამწევი საშუალება.

ეკა სალაღაია
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 10-10-2020
emigranti
erti kitxva maqvs, meore talgha mtel msoplios moedo da mdzvinvarebs da chinetshi ara, ras mivacerot?
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
კრონავირუსული ინფექციის სხვადასხვაგვარი შემთხვევა გვხვდება - დაწყებული უსიმპტომოდან,
კორონავირუსით დასნებოვნებულ მძიმე პაციენტებში აღმოაჩინეს იმუნური სისტემაზე შეტევის განმახორციელებელი
ვარ სახლში, დამიდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ვარ უსიმპტომო, შეიძლება თუ არა, რომ უცბად განმივითარდეს გართულება?
ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად