Covid-19 პანდემია, ქართველი მედიკოსები და გადარჩენილი სიცოცხლეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Covid-19 პანდემია, ქართველი მედიკოსები და გადარჩენილი სიცოცხლეები

სხვა ქვეყნების მსგავსად, მოსახლეობამ თითქოს ისწავლა კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ახალი ტალღების აზვირთებასაც რამდენადმე შეეგუა, თუმცა, დაინფიცირებულთა მაჩვენებელი მაინც განგაშის ზარივით რეკს ყოველდღიურად!

ციფრებისა და ინფორმაციის მოლოდინშია ყოველ წუთს ყველა და ცოტა ვინმე თუ ფიქრობს იმ ექიმებზე, რომლებმაც თვეები გაატარეს პაციენტთა საწოლებთან, ვინც რეალურად იბრძოდა და იბრძვის ფრონტის წინა ხაზზე, ვინც მთავარი მოქმედი გმირი და შემსრულებელია იმ რთული და საპასუხისმგებლო როლისა, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია.

Covid-19 პანდემიის "საქართველოს ფრონტზე", ე.წ. პირველი ტალღის განსაკუთრებულ შემთხვევებსა და გამარჯვებებზე გვესაუბრება რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ ) ასოცირებული პროფესორი - გულიკო ქილიფთარი.

ამ ექიმის უდიდესი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის შესახებ ბევრმა იცის. თუ ვინმეს ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება, მოხიბლულია მისი აკადემიზმით, საქმისადმი თავდადებითა და დამოკიდებულებით, პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი ახსნა-განმარტებით, საზოგადოდ თბილი ურთიერთობით ადამიანებთან, კოლეგა იქნება ეს თუ პაციენტის პატრონი. ყველა ეს თვისება განსაკუთრებულად გამორჩეულს ხდის გულიკო ქილიფთარს. ის საყვარელი და ძვირფასი ექიმია დღეს უკვე Covid-პაციენტებისთვისაც, რადგან გულიკო ქილიფთარმა თავის გუნდთან ერთად კორონავირუსით დაავადებული არაერთი უმძიმესი პაციენტი გადაარჩინა.

- ქალბატონო გულიკო, ვიდრე ე.წ პირველი ტალღის სირთულეებსა და საინტერესო შემთხვევებს შევეხებით, სადღეისოდ რა ვითარებაა რესპუბლიკური საავადმყოფოს Covid-რეანიმაციაში, ბევრია მძიმე პაციენტი?

- ხანმოკლე შესვენების შემდეგ ისევ გავაგრძელეთ პაციენტების მიღება Covid-რეანიმაციაში, არიან მძიმე პაციენტები და ყველა მათგანი საჭიროებს განსაკუთრებულ ინტენსიურ მეთვალყურეობას.

- მოდი, გვიამბეთ პირველი ტალღის სირთულეებზე, იმ მძიმე დღეებზე, რომელიც თქვენმა დეპარტამენტმა გმირულად გადაიტანა. . .

mkurnali.ge- ალბათ გახსოვთ, რომ მოულოდნელად და ჩვენთვის სრულიად "უჩვეულო" გარემოში მოგვიხდა მუშაობა. ამისთვის სწრაფად მოვემზადეთ, ვთარგმნეთ სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, მართვის პროტოკოლები, პერსონალური თავდაცვის უზრუნველყოფის სტანდარტები. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის ყველაზე ხშირ გართულებას რესპირაციული დისტრეს-სინდრომი წარმოადგენს. არსებობს მისი სიმძიმის სხვადასხა გრადაცია. მართვის სტრატეგია დამუშავებულია და გულისხმობს როგორც ვენტილაციის სათანადო რეჟიმების, ისე ექსტრაკორპორული მეთოდების გამოყენებას. ჩვენი დეპარტამენტიც თავიდანვე აღიჭურვა როგორც ხელოვნური სუნთქვის, ისე ექსტრაკორპორული მემბრანული ოქსიგენაციის აპარატებით, პოტენციურად შექცევადი რეფრაქტერული ჰიპოქსემიის და რესპირაციული უკმარისობის სამართავად. ამ მიზნით შევქმენით ე.წ. "ეკმო ჯგუფი", თუმცა, საბედნიეროდ, ყველა მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა ექსტრაკორპორული მხარდაჭერის გარეშე.

- როგორც ცნობილია, თქვენმა დეპარტამენტმა ძალიან მძიმე პაციენტები გამოაჯანმრთელა. . .

- კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, პირველი მარტიდან მკურნალობა ჩაუტარდა 90 კოვიდ ინფიცირებულ პაციენტს, რომელთა ნაწილის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, მიმდინარეობის თავისებურებებით და მრავალფეროვნებით. გვყავდა როგორც ახალგაზრდა პაციენტები, პოლიორგანული გართულებებით, ისე ხანდაზმული, 80-86 წლის პაციენტები, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ. იყო ვირუსული ენცეფალიტის ორი შემთხვევა. პაციენტები (ერთი მათგანი 85 წლის) გამოჯანმრთელებულები გაეწერნენ სახლში.

mkurnali.ge

- როგორც ვიცი, იყო ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტიც, როგორ შეძელით მისი გადარჩენა?

- ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ამ ახალგაზრდა მამაკაცის (სამი მცირეწლოვანი შვილის მამა) გადასარჩენად. პაციენტი, დაავადების უმძიმესი მიმდინარეობით, უკიდურესად დაქვეითებული უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტით, პოლიორგანული ცვლილებებით, ძალიან დიდხანს იყო მართვით სუნთქვაზე, კომაში, აღენიშნებოდა უმძიმესი ფორმის რესპირაციული დისტრეს სინდრომი. M მისი გადარჩენა მართლაც გამარჯვება იყო!

- ძალიან საგანგაშო იყო მაშინ თქვენი ექთნების დაინფიცირების ამბავიც.

- მინდა გითხრათ, რომ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა, ექიმმა, ექთანმა იმუშავა უდიდესი პასუხისმგებლობით და უკიდურესად მაღალი რისკის პირობებში. მაშინ ერთ-ერთი სანიტარი დაინფიცირდა, დაავადება გავრცელდა ექთნებზე, დიდი ნაწილი განათავსეს საკარანტინო სივრცეში. სულ ექვსი ექთანი, თავისი სურვილით დარჩა კლინიკაში , ბოლომდე უვლიდნენ ავადმყოფებს, მათ შორის იმ უმძიმეს პაციენტსაც. მათი ტესტირების პასუხის მოლოდინი იყო ყველაზე მძიმე ემოცია. საბედნიეროდ, არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა, გადარჩნენ და რაც მთავარია, პაციენტებიც გადაარჩინეს. ექთნების დიდი ნაწილი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მალე ისინი ექიმები გახდებიან და მჯერა, რომ ღირსეულად ემსახურებიან თავის საქმეს და სამშობლოს.

თითოეული პაციენტის გადარჩენა უდიდესი ბედნიერება იყო მთელი დეპარტამენტისთვის, მედიცინამ საბოლოოდ გაიმარჯვა!

mkurnali.ge

* * *

ჩემი სათქმელი კი ის არის, რომ მედიცინას თქვენ და თქვენმა გუნდმა გაამარჯვებინეთ! უდიდესი მადლობა და თაყვანისცემა ამისათვის თქვენ და საზოგადოდ ყველა იმ ექიმს, ვინც იბრძოდა და დღესაც დაუღალავად იბრძვის Covid-19 პანდემიის "საქართველოს ფრონტზე!"

ყველა პაციენტის გადარჩენასა და ყველა ექიმის გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს!!!

 

ესაუბრა თინათინ გოცაძე