Covid-19 პანდემიის პირობებში ვინ წარმოადგენს რისკჯგუფს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Covid-19 პანდემიის პირობებში ვინ წარმოადგენს რისკჯგუფს

ცვლის მოშლით გამორჩეულ პაციენტებთან. ამ კატეგორიასთან მძიმე გართულებები და კრიტიკული გამოსავალი 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქრონიკულად არამოავადეებთან.

მკვლევარები უკვე თვეებია აკვირდებიან, როგორ მიმდინარეობს Covid-19 შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების ფონზე.

დასკვნები ასეთია: რისკჯგუფში შედიან ენდოკრინოპათიებით დაავადებული პირები. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური დაზიანებები, შაქრიანი დიაბეტი, პოლიორგანული დარღვევები, თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები და აუტოიმუნური დაავადებები.

დასახელებულ პირებთან ლეტალობის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების დაზიანება, იმუნური სტატუსის დაქვეითება და ორგანიზმის უუნარობა ებრძოლოს ინფექციას.

მეცნიერები იმაზეც თანხმდებიან, რომ სხეულის წონას არ აქვს პირდაპირი კავშირი კორონავირუსით დაინფიცირებასთან, თუმცა, ვერ უარყოფენ იმას, რომ ჭარბწონიანებს, უხშირესად სასუნთქი სისტემის დარღვევები აღენიშნებათ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის Covid-19 დაავადების კუთხით.

მსუქან პირებთან, საზოგადოდ, იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება ფილტვების ვენტილაციაზე, ქვეითდება გულ-მკერდის ყაფაზის მოძრაობითი ფუნქცია და ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობა, ირღვევა დიაფრაგმის მუშაობა, ქვეითდება სასუნთქი გზების გამავლობა.

განსაკუთრებით მძიმე ცვლილებებით ხასიათდება მესამე ხარისხის სიმსუქნე. შესაბამისად, ჭარბწონიანი ადამიანები ასევე შედიან რისკჯგუფში.

ინფექციებისადმი, მათ შორის, ახალი კორონავირუსისადმი მომატებული მიმღებლობა ვლინდება იმ პირებთან, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოიდებს. აღნიშნული პრეპარატების ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო დაავადება შესაძლოა უსიმპტომოდ ან მწირი სიმპტომატიკით წარიმართოს.