ფერარის იდუმალება და Covid-19 - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

ფერარის იდუმალება და Covid-19

ფერარის იდუმალება და Covid-19
Covid-19-ის პანდემიის ე.წ. პირველი ტალღის დროს იტალიის მდგომარეობა სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად დიდი სატკივარი იყო, თუმცა, მეცნიერების ყურადღება თავიდანვე მიიპყრო ქალაქ ფერარიში დაავადებულთა და გარდაცვლილთა მცირერიცხობრიობამ. ამ ფაქტმა არაერთ ვარაუდსა და მეცნიერულ ჰიპოთეზას ჩაუყარა საფუძველი.
გაჩნდა შეხედულება, რომ ფილტვების დაზიანება მეორეული გართულება კი არ არის, არამედ პირველადად განვითარებული სიმპტომი, რომ ვირუსი არღვევს ჰემოგლობინის მეტაბოლიზმს, რამეთუ "გლეჯს" მას რკინას. ჰემოგლობინი რკინის გარეშე ხომ პრაქტიკულად უსარგებლოა და ამიტომაც ვითარდება ჰიპოქსია.

სწორედ ამ პროცესთა გამო განიცდის ა
დამიანი სულხუთვას, ჰაერის უკმარისობა სწორედ ამ მიზეზით იწყება და არა ფილტვის ქსოვილთა დაზიანების გამო.

სპეციალისტები განმარტავენ - ფერარიში ბევრი ადამიანი ცხოვრობს სისხლის თანდაყოლილი იშვიათი დაავადებით, რომელსაც ბეტა-თალასემია ჰქვია და რომელიც მოსახლეობას მალარიისაგან იცავს. აღნიშნული პათოლოგია არის ანემიის (თალასემია) ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც ჰემოგლობინი არანორმალური (არასწორი) ფორმისაა. სწორედ ეს ანომალია ანუ ჰემოგლობინის უჩვეულო ფორმა
ხელს უშლის ვირუსს სისხლიდან რკინის მიტაცებაში. რკინის დეფიციტის გამო კი ვირუსი სწრაფად გამრავლებას ვერ ახერხებს.

მეცნიერები დღესაც მუშაობენ ამ თეორიაზე და სხვადასხვა ქვეყნის ბევრი ექიმი ცვლის მკურნალობის სტრატეგიას, კერძოდ, ორიენტირებულია არა ფილტვების ხანგძლივ ვენტილაციაზე, არამედ მის ჟანგბადით მომარაგებაზე.

პანდემიის დაწყების დღიდან ძალიან ბევრმა ფაქტმა და მაჩვენებელმა დააფიქრა მეცნიერები, მკურნალობის სრულიად ახალი სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავებისკენ უბიძგა ექიმ-სპეციალისტებს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კომპანია Regeneron-მა განაცხადა, რომ მონოკლონური ანტისხეულები ანუ იმუნური სისტემის მიერ წარმოებული ცილების
საიტის მომხმარებლებისგან შემოსული უამრავი კითხვის პასუხად, გთავაზობთ მკურნალის მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის რჩევებს
კოლუმბიის უნივერსიტეტში გააანალიზეს COVID-19-ის მძიმე ფორმით ჰოსპიტალიზირებული 800 პაციენტის შემთხვევა
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ დახურულ სივრცეში, კორონავირუსის შემცველი აეროზოლის ნაწილაკებისა
გთავაზობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს რისკ-ჯგუფებთან დაკავშირებით. ზოგადად
საიტზე გვწერენ მომხმარებლები და გვეკითხებიან, მაინც რომელია კორონავირუსული ინფექციის ყველაზე გავრცელებული ნიშნები.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად