ორგანიზმში თუთიის შემცველობა COVID-19-ის დროს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

ორგანიზმში თუთიის შემცველობა COVID-19-ის დროს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

ორგანიზმში თუთიის შემცველობა COVID-19-ის დროს მნიშვნელოვანი აღმოჩნდა
ამის თაობაზე საუბრობენ ესპანელი სპეციალისტები. მათი აზრით, დიდი ხანია ცნობილია, რომ უჯრედის შიგნით თუთიის მაღალი კონცენტრაცია, ეფექტურად უმკლავდება არაერთი ვირუსის გამრავლებას. მაგრამ სისხლის პლაზმაში თუთიის დონის SARS-COV-2-ზე გავლენაზე პირველად ალაპარაკდნენ.

ბარსელონას ერთერთი საავადმყოფოს მედიკოსებმა გამოიკვლიეს სისხლში თუთიის კონცენტრაცია როგორ გავლენას ახდენდა კორონავირუსული დაავადების გამოსავალზე. სულ გაკეთდა კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვედრილი 249 ადამიანის მონაცემების ანალიზი. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63 წელი. მათგან 21 პაციენტი გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილ პაციენტებს, ჰოსპიტალიზაციის მომენტში, თუთიის დონე სისხლში მნიშვნელოვნად დაბალი ჰქონდა, ვიდრე გამოჯანმრთელებულებს.

აღსანიშნავია, რომ სისხლში
თუთიის მაღლი დონის მქონე პირებს, ინფექციის მწვავე განვითარების პერიოდში, აღენიშნებოდათ იმუნური სისტემის აქტივობის უდრო დაბალი მაჩვენებელი. როგორც ცნობილია, ბევრ შემთხვევაში კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალური გამოსავალი გამოწვეული იყო იმუნური სისტემის ანომალური აქტიურობით (ციტოკინური შტორმი).

როგორც მედიკოსებმა გამოთვალეს: სისხლის პლაზმაში თუთიის ყოველი დამატებითი მიკროგრამი COVID-19-ისგან გარდაცვალების რისკს ამცირებდა
7%-ით.

თუთიის ძირითადი წყაროა ზღვის პროდუქტები, ძროხისა და ინდაურის ხორცი, კვერცხის გული, მზესუმზირა, კაკალი (განსაკუთრებით, კედრის), წიწიბურა, მუხუდო, კაკაო, ფორთოხალი, შვრია, ქატო, ყველი და რძის პროდუქტები.

გარდა ამისა, თუთიის მიღება შესაძლებელია ბიოდანამატის სახით ან მულტივიტამინური კომპლექსით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
კრონავირუსული ინფექციის სხვადასხვაგვარი შემთხვევა გვხვდება - დაწყებული უსიმპტომოდან,
კორონავირუსით დასნებოვნებულ მძიმე პაციენტებში აღმოაჩინეს იმუნური სისტემაზე შეტევის განმახორციელებელი
ვარ სახლში, დამიდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ვარ უსიმპტომო, შეიძლება თუ არა, რომ უცბად განმივითარდეს გართულება?
ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად