რუსული ვაქცინის გამოცდა რისკჯგუფის მოხალისეებზე დაიწყეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რუსული ვაქცინის გამოცდა რისკჯგუფის მოხალისეებზე დაიწყეს

რისკჯგუფის მოხალისეებზე დაიწყო, მათ შორის ასაკოვნებზეც. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი - კირილ დმიტრიევი.

"მოდი დაველოდოთ ამ კვლევის შედეგებს, თუმცა, ფუნდამენტურად ჩვენი ვაქცინა ნაკლებად საშიშია, რადგან ადამიანის ადენოვირუსს ეფუძნება. ჩვენ არ ველოდებით რაიმე ნეგატიურ გამოვლინებებს ასაკოვნებთან. მე 74 წლის დედ-მამა მყავს, ისინი ასევე მოხალისეთა პროგრამაში არიან, უკვე აიცრნენ და თავს კარგად გრნობენ" - განაცხადა პრეს-კონფერენციაზე დმიტრიევმა.

მოგეხსენებათ, აგვისტოს დასაწყისში რუსეთმა მსოფლიოში Covid-19 –ის საპროფილაქტიკო პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა. აღნიშნული ვაქცინა გამალეის ცენტრის სპეციალისტებმა შექმნეს და მას სპუტნიკ-V უწოდეს.

პრეპარატმა ყველა სახის ნებართვა მიიღო და ზაფხულში წარმატებით გაიარა კვლევის ორი სტადია (ეტაპი) 19-დან 60 წლამდე მოხალისეთა მონაწილეობით. კვლევაში ჩართულ პირებს ჩამოუყალიბდათ იმუნიტეტი, გამოუმუშავდათ SARS-Cov-2 –ის მიმართ ანტისხეულები. კლინიკური კვლევის რეგისტრაციის შემდგომი ფაზა სექტემბერში დაიწყო, საბოლოო ჯამში ვაქცინას 40 ათას მოხალისეზე გამოცდიან.

როგორც გამალეის ცენტრის დირექტორი - ალექსანდრე გინცბურგი აღნიშნავს - კვლევის მონაწილეებს ყურადღებით დააკვირდებიან ექიმები, მათი ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება, თუმცა, ისინი საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან - კვლევის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და მერე მოხალისეებს ჩაუტარდებათ ყველა საჭირო ანალიზი. გარდა ამისა, იგეგმება ე.წ. ელექტრონული მონიტორინგი – მოხალისეებს შეეძლებათ პირდაპირი (უშუალო) კონტაქტით მედიკოსებს რეგულარულად მოახსენონ თავისი შეგრძნებებისა და მდგომარეობის შესახებ.

საყურადღებოა რომ, კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი რუსული ვაქცინა "ეპივაკკორონა" გადის გამოცდას და ოქტომბრის შუა რიცხვებში სარეგისტრაციოდ ემზადება. ეს ვაქცინა შეიქმნა ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო-სამეცნიეო ცენტრ "ვექტორში".