კოვიდინფექციის შემთხვევათა მატების ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

კოვიდინფექციის შემთხვევათა მატების ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ

ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება. წინა 2 კვირასთან შედარებით, დღეის მონაცემებით არსებული მატება 571%-ია, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება, რის გამოც აქცენტი მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ.

,,ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს აქვს
დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი
დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით", - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს რთული მდგომარეობა არ აღენიშნება, თუმცა შემთხვევები მატებასთან ერთად, შესაძლოა, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე გარდაცვალების რაოდენობა გაიზარდოს.

,,ღონისძიებები, რომელიც დღეს დაანონსდა ალბათ, სწორიც არის, ბათუმის პირობებში ეს ღონისძიებები დროული იყო. ბათუმში პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი არ არიას მძიმე და რთული, თუმცა რაც უფრო მეტი იქნება შემთხვევები, მეტი იქნება გარდაცვალებაც და მეტი იქნება მძიმე პაციენტებიც. თუმცა ამ შეზღუდვებით, მოქალაქეების მაქსიმალურად მობილიზებით და მკურნალობის გააზრებით ვფიქრობ, მოვლენები აჭარასა და დანარჩენ საქართველოში დრამატულად არ უნდა განვითარდეს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 25-09-2020
პაციენტი
ადრე ტესტირება დღეში 200 ადამიანს უკეთდებოდა, დღეს _9000-ს. რაც ბევრი ადამიანი შემოწმდება მით მეტი ინფიცირებული გამოვლინდება.
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი მეცნიერები, ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების დღიდან,
იმუნური სისტემის ადექვატური მუშაობისთვის აუცილებელია А, С, D, Е, В2, В6 და В12 ვიტამინები,
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2075 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სპეციალისტთა დასკვნით, ზრდასრულებთან შედარებით, ბავშვები ნაკლებად მიმღებლობენ
ლონდონის საიმპერატორი კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ით დასნებოვნებული ადამიანების ორგანიზმში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად